კაპელო:„„რეალმა“ „ბარსელონას“ წერტილი დაუსვა“

ფაბიო კაპელომ „რეალს“ ლა ლიგის მოგება მიულოცა და კლუბში არსებულ ვითარებზე ისაუბრა.


„მადრიდის „რეალმა“ საოცარი პრაგმატიზმით, ორგანიზებული ფეხბურთითა და შემართებით „ბარსელონას“ წერტილი დაუსვა და ლა ლიგის ღირსეული ჩემპიონი გახდა.“

„ზიზუს გუნდმა ჩემპიონობას დამსახურებულად. საკუთარი ძალისხმევით მიაღწია და არა სხვა კლუბების შეცდომების და სისუსტის გამო.“

„სერხიო რამოსი უკვე კლუბის ლეგენდაა. წარმოიდგინეთ, მან ესპანეთის ჩემპიონატი ჩემთან ერთად პირველ მოიგო. მას შემდეგ ძალიან ბევრი წელი გავიდა და კვლავ „ბლანკოსის“ სადარაჯოზე დგას.“

„უნდა აღინიშნოს სერხიოს საიმედოობა პენალტების შესრულების დროს. ის აუღელვებლად ახერხებს მეტოქის კარის ბადეში ბურთის გახვევას.“

„ზოგადად, მადრიდის „რეალის“ მაისური ძალიან მძიმე და ბევრ ფეხბურთლს ძირავს კიდეც. ამ სეზონში აზარი ჩაიძირა, თუმცა არ ვიცი, რას დავაბრალო ეს. მაისურის სიმძიმეს თუ ტრავმებს. ვფიქრობ, ბელგიელმა ინგლისში საოცარი კლასი აჩვენა და მომდევნო სეზონი ბევრ რამეს გვანახებს.“

„მომწონს მადრიდელი ახალგაზრდები, თუმცა მათ ჯერ კიდევ დრო სჭირდებათ. როდესაც „ბლანკოსის“ სათავეში ვიდექი, მარსელო, გაგო და იგუაინი დავიმატეთ. ჩვენ გვჯეროდა მათი შესაძლებლობების, თუმცა იმასაც ვაცნობიერებდით, რომ დრო აუცილებელი იყო.“ dle 10.1

  • Ramos
  • 26 ივლისი 2020
  • 5913
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)