ზიდანი: „დიდებული სეზონი გამოდგა“

ზინედინ ზიდანმა სეზონის დასკვნითი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.


„ვფიქრობ, „ლეგანესის“ წინააღმდეგ მოწოდების სიმაღლეზე ვერ ვიყავით.გამარჯვების მოპოვება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ არც წაგვიგია.რაც შეეხება სეზონს, ნამდვილად დიდებული გამოგვივიდა და ძალიან გახარებულნი ვართ.ახლა კი დროა დასვენების.“

„მადლობას ვუხდი ყველა ფეხბურთელს გაწეული სამუშაოსთვის.ჩვენ დაახლოებით 4-5 დღის განმავლობაში ვიუქმებთ და შემდეგ გადავერთვებით ჩემპიონათი ლიგის მოსამზადებელ ეტაპზე.“

„ჩემი აზრით, მთავარი ტიტული უკვე დაბევებული გაქვს.ლა ლიგის სეზონი საკმაოდ რთულია, ის 38 თამაშისგან შედგება და შესაბამისად, ჩემპიონატის პირველ საფეხურზე დასრულება იოლი ნამდვილად არ არის.ცხადია, ჩემპიონთა ლიგაზე არაფერია დაკარგული, ჩვენი ესე არ ვფიქრობთ.ფეხბურთელები მსაჯის საფინალო სასტვენამდე იბრძოლებენ.“

„„მანჩესტერ სიტისთან“ მომავალ დაპირისპირებაზე ფიქრს მაშინ დავიწყებთ, როდესაც ვარჯიშებს დავუბრუნდებით.ამ ეტაპისათვის ყველას სათანადო განტვირთვა გვჭირდება.შეიძლება ითქვას, რომ ცოტა ხნით გამოვეთიშებით ფეხბურთს.“

„„ვილიარეალთან“ მატჩის შემდეგ აზარმა გარკვეული დისკომფორტი იგრძნო და განვლილ პაექრობაში თამაშგარეში დარჩა.ვიმედოვნებ, რომ ედენი სრულ მზადყოფნაში შეხვდება ინგლისში გასამართ ჯახს.“

„იოვიჩი კარგი და ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა ტრავმებისა და გარკვეული მოვლენების გამო ბევრი გაუცდა.ჩვენ სრული ნდობა გვაქვს მისდამი.ვნახოთ, რა იქნება მომავალ სეზონში.“

„ბეილს ტექნიკური მიზეზების გამო მოუწია უქმობა, ხოლო ხამესთან დაკავშირებით ყველაფერი ცნობილია. კოლუმბიელს წასვლა სურს.“

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)