ზიდანი:„ჩვენ ღირსეული ჩემპიონები ვართ და ახლა „სიტის“ დამარცხებაზეც ვიფიქრებთ“

ზინედინ ზიდანმა „ლეგანესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.


„მიუხედავად იმისა, რომ „ლეგანესთან“ დაპირისპირება ფორმალურ ხასიათს ატარებს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს 3 ქულის მოსაპოვებლად და ლა ლიგის ღირსეულად დასასრულებლად.“

„იქნება თუ არა ტრანსფერები? ახლა ლა ლიგის დასრულებაზე ვფიქრობთ, შემდეგ კი „სიტიზე“ ვიფიქრებთ. ამაზე საუბარი ალბათ მერე იქნება შესაძლებელი.“

„თუ გუნდი ფეხბურთელების დამატებას ვერ შეძლებს, მე ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოვეკიდები, ვინაიდან არსებულმა პანდემიამ ყველა კლუბის ბიუჯეტში შექმნა პრობლემები, ჩვენ ნამდვილად გვაქვს შესაბამისი რესურსი.“

„ყოველდღიურად დიდ სიამოვნებას ვიღებ „რეალის“ მწვრთნელობით. ვიცი, რომ დადგება დრო, როდესაც აქედან წავალ, მანამდე კი აუცილებლად უნდა განვაგრძო იმ სიამოვნების მიღება, რასაც აქ ყოფნა ჰქვია.“

„რა თქმა უნდა, მსურს კარიმ ბენზემამ „პიჩიჩი“ მოიგოს.“

„სასტარტო შემადგენლობაზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ, შესაბამისად ახლა ვერ გეტყვით, ვინ ითამაშებს და ვინ არა.“

„ლა ლიგის მოგება ნამდვილად არ არის მარტივი. აქ ხომ განსაკუთრებული სტაბილურობაა საჭირო. ძალიან ბედნიერები უნდა ვიყოთ.“

„ფეხბურთელის რანგში თითქმის 20 წლის მანძილზე ვირჯებოდი, მწვრთნელი სულ 4-5 წელია ვარ. ვფიქრობ, ჯერ ყველაფერი წინ არის და პარალელების გავლება სწორი გამოსავალი არ იქნება.“

„ფინალებში ჩემი გუნდი სტაბილურად გამოდის, რაც ბედნიერს მხდის. ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წინსვლა შეგვიძლია, ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ.“

„ვერავინ იტყვის, რა მოხდება მომავალი. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ახლა არსად წასვლას არ ვგეგმავ და მომდევნო სეზონს „რეალი“ ჩემთან ერთად დაიწყებს. ხელშეკრულება რამდენიმეწლიანია, რომელსაც პატივს ვცემ და მინდა, რომ აქ ვიყო.“

„მანჩესტერ „სიტი“ საკმაოდ კარგ ფორმაშია, მაგრამ ჩემი ბიჭების შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. უკვე ვიცი, როგორ ითამაშებს „რეალი“ გუარდიოლას გუნდის წინააღმდეგ. ბრძოლა ბოლო წამამდე გაგრძელდება.“

„10 თამაშის ზედიზედ მოგება დაგვჭირდა იმისათვის, რომ ჩემპიონის ტიტული გაგვენაღდებინა. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ლა ლიგის მოგებისთვის ძალიან დიდი ბრძოლაა საჭირო. იყო რთული მომენტები, თუმცა ყველა გამოწვევას ვუპასუხეთ. ზოგი მატჩში ლამაზ სტილში მოვიგეთ, ზოგიერთ მომენტში მეტი პრაგმატიზმი იყო საჭირო შედეგის მისაღწევად. მთავარი ის არის, რომ 37-ე ტურის თავზე „ბლანკოსი“ უპიროვო ლიდერი და ჩემპიონია.“

„„რეალმა“ რონალდუს გარეშე პირველად მოიგო ლა ლიგა. რა თქმა უნდა ეს რთული იყო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პორტუგალიელის ეპოქა წარსულს ჩაბარდა და „ბლანკოსმა“ მის გარეშე თამაში უკვე დიდი ხანია ისწავლა.“

„მოტივაციას ნაკლებობას არცერთი ფეხბურთელი არ განიცდის. როდესაც „რეალის“ მაისური გაცვია, ყოველთვის მოგება გევალება.“

„ფეხბურთისგან ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებდი და ახლაც ასეა. ვფიქრობ, გაწონასწორებული ადამიანი ვარ და ემოციებში ჩავარდნა არასდროსაა სწორი გადაწყვეტილება.“

„ფეხბურთელები „ლეგანესთან“ დაპირისპირების შემდეგ რამდენიმე დღით დაისვენებენ და ეცდებიან განიტვირთონ, შემდეგ კი „სიტისთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყება. სრული კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგისკენ უნდა მივმართოთ.“

„ხავიერ აგირე ბრწყინვლე მწვრთნელია და მის მიმართ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ დიდ პატივისცემას.“ dle 10.1

  • Ramos
  • 18 ივლისი 2020
  • 6379
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)