მოდრიჩი:„ახლა ჩემპიონები ვართ და „სიტისთან“ მატჩზე უნდა გადავერთოთ“

ლუკა მოდრიჩმა „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ლა ლიგის მოგების შემდეგ ბევრ საკითხზე ისაუბრა.


„სეზონი ძალიან გრძელი იყო. ჩვენ გვქონდა, როგორც რთული, ასევე შესანიშნავი მომენტები, მაგრამ უდიდესმა შრომამ და მთავარი მწვრთნელის მითითებების შესრულებამ საუკეთესო შედეგამდე მიგვიყვანა.“

„ჩვენ სწორედ ის დონე ვაჩვენეთ, რაც ზიზუს სურდა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია.“

„სეზონის განახლების შემდეგ 10 მატჩი ჩავატარეთ და ყველა მოვიგეთ. ეს ხომ საოცარი შედეგია? ვფიქრობ, სეზონის დასრულება გამარჯვებით კარგი იქნება, ამიტომ ბოლო ტურშიც 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ.“

„ლა ლიგის დასრულების შემდეგ სრულ აქცენტს ჩემპიონთა ლიგაზე გავაკეთებთ. დიახ, ჩვენ ძალიან ცუდი შედეგი დავაფიქსირეთ ბერნაბეუზე, მაგრამ გვჯერა, რომ არსებობს რესურსი, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში „რეალს“ შეუძლია 1/4 ფინალში გასვლა. ბრძოლა წინ არის.“

„ახლა კარგად უნდა დავისვენოთ და ყველაფერი გავიღოთ იმისათვის, რომ ევროსარბიელზეც წარმატებას მივაღწიოთ.“ dle 10.1

  • Ramos
  • 17 ივლისი 2020
  • 1114
  • 2

1

17 ივლისი 2020 23:04

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Halamadriddddd

2

17 ივლისი 2020 23:23

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რა მაგრად ითამაშა. სასწაულია ლუკიტა. 34 წლისაა და რა დონე დადო. სათამაშო სტილიც როგორ ძააან მომწონს. მიყვარს ასეთი ფეხბურთელები.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (58)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)