პერესი: „ის დარჩენილ ცხოვრებას „რეალში“ გაატარებს“

ფლორენტინო პერესმა პრიმერა დივიზიონის 34-ედ მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა.


„გვინდოდა, რომ მიმდინარე სეზონი გამარჯვებით დაგვესრულებინა და ცხადია, კმაყოფილნი ვართ.მოვლენები ისე განვითარდა, როგორც დაგეგმილი იყო. ამაზე მეტყველებს გუნდის სიძლიერე და ინტენსიურობა პირველი დღიდან. საკმაოდ რთული გათამაშება გამოდგა და ვფიქრობ, ეს თასი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს „რეალის“ ისტორიაში.“

„ჩემი აზრით, პანდემიით გამოწვეულმა პაუზამ დიდი როლი ითამაშა ფეხბურთელებისთვის. ისინი ამ პერიოდის განმავლობაში თავდაუზოაგავდ ვარჯიშობდნენ და შემდეგ მოწყურებულნი დაბრუნდნენ მოედანზე. ჩვენ ყოველ მესამე დღეს გვიწევდა თამაშების გამართვა, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.“

„რამოსი თავის დარჩენილ ცხოვრებას „რეალში“ გაატარებს. ის გაცილებით მეტია, ვიდრე კაპიტანი. აღნიშნულ წარმატებაში მისი წვლილი ფასდაუდებელია.“

„სადღაც წავიკითხე, რომ ზიდანი საშუალოდ ყოველი 19 მატჩის შემდეგ იგებს ტიტულს. მეტი რა უნდა გითხრათ მასზე? ზინედინი დიდი მონაპოვარია და ვიმედოვნებ, კიდევ არა ერთი წელი იქნება შემადგენლობის სათავეში. ის გახლავთ ამ წარმატების არქიტექტორი.“

„ბევრი თამაში ჩატარება მოგვიხდა გულშემატკივრების გარეშე, თუმცა ფეხბურთელები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ამისა, ყოველთვის გრძნობენ მათ მხარდაჭერას.“

RealMadrid.Com dle 10.1


1

17 ივლისი 2020 10:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 818
გენიალური პრეზიდენტია, რომ გადავხედოთ რეალის შემადგენლობას ფაქტიურად არაფერი აქვს დასაწუნი ერთი და ახალი თაობაც რო ყავს და მომავალში არაფრის შეეშინდება, ვალვერდე, ვინისიუსი (რომელმაც გუშინ ბოლოს ისეთი რამქნა გამოვდებილდი, 5კაცი მოატყუა) როდრიგოც კაია, ვარანი კარვახალი კაზემირო , ისკომაც მოუმატოს იქნებ, ისკო და ვალვერდე გაასწორებდა ცენტრში, ამ გუნდს ერთადერთი ფეხბურთელი აკლია ყველამ ვიცით ვიინც და იმასსაც მოიყვანს ბაბუ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)