ზიდანი: „ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში“

ზინედინ ზიდანმა ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.


„ეს არის მუდვივი ბრძოლა, რომელიც 38 ტურის განმავლობაში გრძელდება და მხოლოდ ბოლოს შეიძლება მიაღწიო წარმატებას.დიდად მადლობელი ვარ ფეხბურთელების, რომლებიც ყოველთვის თავდაუზოაგავდ იბრძვიან მწვანე მინდორზე.რა თქმა უნდა, მწვრთნელსაც თავისი როლი შეაქვს, თუმცა ეს გუნდური სულისკვეთებისა და მუშაობის ნაყოფია.ძალიან რთული პრიმერას მოგება.ჩვენ ძალიან გახარებულნი ვართ, რომ ეს შევძელით.“

„ყველას შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემზე რაიმე სახით ახდენს ზეგავლენას.კრიტიკის მიუხედავად იმას ვაკეთებ, რაც მევალება.ვფიქრობ, გამიმართლა, რომ ასეთ გუნდში ვიმყოფები ასეთ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც მაქსიმუმს იღებენ. ათიდან ათი მატჩის მოგება საოცარი შედეგია.“

„ძალიან გახარებული ვარ.პირველი ლა ლიგის ტიტული განსაკუთრებული იყო, ხოლო ახლანდელი გამარჯვების შემდეგ, რაღაც განსაკუთრებული გრძნობა დამეუფლა.ჩვენ ორთვიანი იძულებულითი პაუზა შესანიშნავად დავაგვირგვინეთ. ნამდვილად არ იყო ადვილი დაბრუნება და განსხვავებულ პირობებში მუშაობა, თუმცა ფეხბურთელებმა ეს მოახერხეს.“

„ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ფეხბურთელებთან.მე მათ გვერდით ვარ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ გარემოებაში.ცხადია, სხვადასხვა ეტაპზე გუნდი გარკვეულ სირულეებს განიცდიდა, თუმცა ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ ყოველთვის მაღალ საფეხურზე იდგა.თქვენ ახსენეთ რამოსი. ის გუნდის წინამძღოლია. მის გარდა კიდევ 3 კაპიტან გვყავს შემადგენლობაში, მაგრამ სერხიო არის ლიდერი. ვფიქრობ, თითოეული მადრიდისტა გრძნობს „ოთხიანის“ მნიშვნელობას კლუბში.“

„რა თქმა უნდა, დიდ მადლობას ვუხდი ქომაგებს. მართალია, ისინი დღევანდელ შეხვედრას არ ესრწებოდნენ, თუმცა ჩვენ ვგრძნობდით მათ სულიერ მხარდაჭერას.ისინი რთულ მომენტებშიც გუნდის გვერდით არიან.“

„ალბათ, ამ წუთისათვის ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში. ჩვენ ლა ლიგის საკმაოდ გრძელი და რთული სეზონი ტრიუმფით დავასრულეთ. ისევდაისევ მინდა მადლიერება გამოვხატო მოთამაშეების მიმართ. ბიჭებმა ძალისხმევა არ დაიშურეს ამ ტიტულისათვის.“

„შეიძლება ემოციების გამოხატვა არ არის ჩემი ძლიერი მხარე, მაგრამ როგორც გითხარით, უბედნიერესი ვარ.აქამდე ვიძახდი, რომ ლა ლიგა ჯერ მოგებული არ იყო, თუმცა ახლა უკვე გვაქვს ზეიმისა და გაღიმების საფუძველი.“

„მწვრთნელობა და ფეხბურთელობა სხვადასხვა პროფესიებია.ჯერ მხოლოდ 4 წელია, რაც დამრიგებლის სტატუსს ვატარებ, ხოლო ჩემი, როგორც მოთამაშის კარიერა 20 წელს მოითვლის.ვფიქრობ, ამ ეტაპისათვის შედარება არ გამოვა თუ რომელი არის უკეთესი.ვნახოთ, რა იქნება სამომავლოდ.“

,,კიკე სეტიენმა გამარჯვება მომილოცა, მას მინდა ვუთხრა რომ
მადლობელი ვარ."

„მადლობელი ვარ პრეზიდენტის. მან მომცა საშუალება, რომ მსოფლიო საუკეთესო კლუბში მეთამაშა და შემდეგ უკვე მემუშავა.“

RealMadrid.Com dle 10.1


1

17 ივლისი 2020 12:01

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ვულოცავ მადრიდის რეალს ლა ლიგის მოგებას. მათ ხომ სეტიენის უძლიერეს ბარსელონას წაართვეს ლა ლიგა, საღოლ გენიოს ზიდანს ამას ვერავინ შეძლებს ვერასდროს.

2

17 ივლისი 2020 19:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 167
ციტატა: miralem pjanic
ვულოცავ მადრიდის რეალს ლა ლიგის მოგებას. მათ ხომ სეტიენის უძლიერეს ბარსელონას წაართვეს ლა ლიგა, საღოლ გენიოს ზიდანს ამას ვერავინ შეძლებს ვერასდროს.

ზედიზედ სამ ლიგას? :დ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)