ზიდანი: „მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ“

„ვილიარეალთნ“ მატჩის წინ, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.


„ვფიქრობ, საკმაოდ რთულ მეტოქესთან მოგვიწევს დაპირისპირება. „ვილიარეალმა“ იცის, თუ როგორ ითამაშოს კარგი და ნაყოფიერი ფეხბურთი. რა თქმა უნდა, წინასწარს ვერავინ გამოიცნობს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა მაქსიმალურად მოტივირებულნი ვართ.“

„როგორც ნებისმიერი შეხვედრის წინ, ამ შემთხვევაშიც მხოლოდ გამარჯვებაზე ვაკეთებთ აქცენტს. ფეხბურთელები ეცდებიან, რომ ყველაფერი გაიღონ საკმაოდ უხერხული მეტოქის წინააღმდეგ.“

„აზარის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის დაბრუნდა შემადგენლობაში. მთავარია, რომ განვლილი დღეების განმავლობაში ბელგიელს დისკომფორტი არ უგრძვნია.“

„„სიბელესის“ ტრადიციასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვართ ფოკუსირებული.“

„ჯერ-ჯერობით არაფერი მოგვიგია. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.“

„34 წლის ასაკში კარიერა დავასრულე, თუმცა მოდრიჩი სხვაგვარად უყურებს მოვლენებს. ის დიდებულად გამოიყურება, როგორც სერხიო. ჩვენ ბედნიერნი ვართ მათი წარმატებული ასპარეზობით.“

„ისევ ბეილზე მეკითხებით. გინდათ, რომ ჩვენ ურთიერთობაში გარკვეული უხერხულობა შექმნათ, მაგრამ არ გამოგივათ. ჩვენ აქ ერთი მიზნისთვის ვართ შეკრებილნი და ერთ საქმეს ვემსახურებით მეც, ბეილიც, ხამესიც, და ყველა.“

„არ აქვს მნიშვნელობა რას საუბრობენ ჩემზე. „რეალში“ თავს კარგად ვგრძნობ.“

„ჩემპიონატის განახლების შემდეგ, ნათლად გამოჩნდა, რომ ფეხბურთელებს წარმატების დიდი სურვილი აქვთ.ისინი ძალისხმევან არ იშურებენ თითოეულ მატჩში.“

„ბენზემა „ოქროს ბურთის“ კანდიდატი? ჩემი ფეხბურთელები საუკეთესონი არიან. კარიმი როგორც ყოველთვის დიდებულად გამოიყურება.“

„ატლეტიკოსთან 7-3 წაგება? აღნიშნული თამაში ბევრი კომპონენტის გაუმჯობესებაში დაგვეხმარა. ცხადია მარცხით ძალიან გულდაწყვეტილნი ვიყავით.“

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (218)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)