11 წელი კარიმ ბენზემას პრეზენტაციიდან

დღეს, 9 ივლისს 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფლორენტინო პერესმა კარიმ ბენზემა წარადგინა...


ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფრანგი ფეხბურთელი „ბლანკოსის“ რიგებში 11 წლის განმავლობაში დარჩებოდა და კლუბის შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდებოდა.

სამეფო კლუბმა კარიმი იყიდა, როგორც ძალიან დიდი პერსპექტივის მქონე ახალგაზრდა ფორვარდი, თუმცა მისმა შედეგებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

დღეის მდგომარეობით ფრანგი წინახაზელი „ბლანკოსში“ 508 მატჩს და 244 გოლს მოითვლის. კარიმი ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეულშია.

ბენზემამ „ბლანკოსში“ 18 ტიტულის მოგება შეძლო, მათ შორის არის ჩემპიონთა ლიგის 4 თასი.

„რეალიდან“ კრიშტიანო რონალდუს წასვლის შემდეგ, ფრანგი წინახაზელი „მერენგების“ მთავარ დამრტყმელ ძალად მოგვევლინა და მიმდინარე სეზონშიც კლუბის საუკეთესო ბომბარდირია.

კარიმის დებიუტი „ბლანკოსში“ 2009 წლის 29 აგვისტოს „დეპორტივოს“ წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში შედგა, პირველი გოლის გატანა კი თავდამსხმელმა „ხერესის“ კარში მოახერხა.
dle 10.1

  • Hala
  • 9 ივლისი 2020
  • 727
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (175)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)