„რეალი“ 6 ფეხბურთელის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს მიიღებს!

ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, ფლორენტინო პერესი ზინედინ ზიდანს მოუწოდებს, რომ ყველა ფეხბურთელი გაყიდოს, რომელიც არ სჭირდება...


პერესს 200 მილიონი ევროს მიღება აქვს დაგეგმილი და თვლის, რომ ეს სავსებით შესაძლებელია.

სეზონის ბოლოს ხამეს როდრიგესის წასვლა გარდაუვალია. კოლუმბიელი ფეხბურთელი „მერენგების“ რიგებიდან სკანდალით მიდის და განაცხადში მოხვედრაზეც კი უარს აცხადებს.

ხამესის ფასი დაახლოებით 40 მილიონი ევრო იქნება. გარდა სამხრეთ ამერიკელისა, „რეალის“ რიგებს გარეთ ბეილიც დაემშვიდობება, მისი ფასი დაახლოებით 35 მილიონი ევრო იქნება.

გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უკვე არსებობს შეთანხმება მარიანო დიასთან დაკავშირებით და მის სანაცვლოდ სამეფო კლუბის ბიუჯეტში 20 მილიონი ევრო ჩაირიცხება.

დანი სებალიოსი სულ მალე „არსენალს“ დატოვებს და „ბლანკოსს“ შეურთდება, მაგრამ ზიდანი მის გუნდში გაჩერებას არ აპირებს. ესპანელი ნახევარმცველის ფასი 45 მილიონი ევროა.

და ბოლოს, ბრაჰიმ დიასი, რომელსაც სამეფო კლუბში დარჩენა და შესაძლებლობების დამტკიცება სურს, თუმცა ზიზუ მისი წასვლის საკითხს აქტიურად განიხილავს. დიასს ნამდვილად აქვს პერსპექტივა და სწორედ ეს პერსპექტივა ღირს 17-20 მილიონი ევრო.

ჰაკიმი - 40 მილიონი
ხამესი - 40 მილიონი
ბეილი - 35 მილიონი
მარიანო - 20 მილიონი
სებალიოსი - 45 მილიონი
ბრაჰიმი - 20 მილიონი


გარდა ზემოხსენებული ფეხბურთელებისა, ფლორენტინო პერესი კიდევ განიხილავს რამდენიმე მოთამაშის წასვლის ვარიანტს და სულაც არ არის გამორიცხული სიურპრიზები დაფიქსირდეს. dle 10.1

  • Hala
  • 6 ივლისი 2020
  • 2649
  • 1

1

6 ივლისი 2020 13:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1820
ამათგან ყველაზე ძვირადღირებული სებალიოსია? სასაცილოა
-----------------------
Decimotercero

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (198)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)