კლუბის ისტორია 2001 წლიდან 2010 წლამდე

მინდა ცოტა რამ გიამბოთ ''მადრიდის რეალზე''. ანუ ამ კლუბის ისტორიაზე 2001 წლიდან 2010 წლამდე.


ფიგუ, ბექჰემი, ზიდანი, რონალდო იმ დროისათვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ ''მადრიდის რეალში''. ეს იმ ფეხბურთელების მცირე ჩამონათვალია როლებიც ამ ათწლეულის დასაწყისში კლუბში ირიცხებოდა. ამ ფეხბურთელებმა ''მადრიდის რეალის'' ისტორიას შემატეს არაერთი შესანიშნავი, ლამაზი და შთამბეჭდავი დღეები.ეს ოთხეული მთელს მსოფლიოს აზანზარებდა. ''ბლანკოსის'' ფეხბურთელები 2001–02 წლებში გახდნენ მეცხრედ ''ჩემპიონთა ლიგის'' მფლობელები.

წელი რომელიც არასოდეს დაავიწყდება არავის.

2002 წელი ''მადრიდელებისათვის'' იყო შესანიშნავი, მათ შეძლეს ''ჩემპიონთა ლიგის'' მოგება ''ბაიერ ლევერკუზენთან'' ანგარიშით (2–1), შემდეგ იყო სუპერ თასი, რომელშიც რა თქმა უნდა ''მერენგებმა'' იმარჯვეს ''ფეინოორდთან'' ანგარიშით (2–0), ამის შემდეგ კიდევ შედგა ''საკონტინენტთაშორისო'' თასის ფინალი, ასევე ამ მატჩში ''მადრიდის რეალმა'' ''ოლიმპიას'' დამაჯერებად ანგარიშით (2–0) მოუგო.

ფლორენტინო პერესი გუნდიდან მიდის.

2006 წლის 27 თებერვალს, ''მადრიდის რეალის'' პრეზიდენტობას ფლორენტინო პერესი დაემშვიდობა. მისი წასვლის შემდეგ კლუბს სათავეში ჩაუდგა ფერნანდო მარტინი. ხოლო მისი შემცვლელი ლუის გომეს მონტეხანო გახლდათ.

რამონ კალდერონი, ახალი პრეზიდენტი.

რამონ კალდერონის მოსვლას, მოყვა კლუბში ფაბიო კაპელოს მოსვლა. ეს მოხდა 2006 წლის 5 ივლისს. კაპელომ მოითხოვა შემდეგი ფეხბურთელები: დიარა, ვან ნისტელროი, ემერსონი და რეიესი. მისი მოთხოვნა კლუბის ახალმა პრეზიდენტმა სრულიად დააკმაყოფილა და გარდა ამისა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე კლუბს კიდევ სამი ფეხბურთელი შემატა: მარსელო, იგუაინი და გაგო.

პუშკაშის სიკვდილი.

79 წლის ასაკში 2006 წლის 17 ნოემბერს გარდაიცვალა ''მადრიდის რეალის'' ლეგენდარული ფეხბურთელი ფრენც პუშკაში. გარდაცვალების მიზეზი ავადმყოფობა გახლდათ.

ჩემპიონები.

''მადრიდის რეალმა'' პირველად კალდერონის პრეზიდენტობის დროს მოახერხა ლა ლიგის მოგება ბოლო მატჩში, მალიორკას წინააღმდეგ ანგარიშით (3–1).

უკან, დავუბრუნდეთ ლა ლიგას.

2007–08 წლის სეზონი დაიწყო ახალი შემართებით ''მადრიდის რეალმა'', კლუბს სათავეში ''გერმანელი'' სპეციალისტი ბერნდ შუსტერი ჩაუდგა სათავეში.მისდა სამადლობელოდ კლუბში გამოჩნდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: არიენ რობენი, ჰაინცე, დრენტე, სნეიდერი და მეტცელდერი. შუსტერის ხელმძღვანელობით ''მადრიდის რეალმა'' შეძლო ლა ლიგაში გამარჯვება.

მეშვიდე სუპერთასი.

მანამ სანამ 2008–09 წლების სეზონი დაიწყებოდა ''მადრიდის რეალს'' ჰქონდა ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩი გასამართი ''ვალენსიას'' წინააღმდეგ. ეს იყო ესპანეთის სუპერთასი. პირველ შეხვედრაში ''მერენგები'' დამარცხდნენ ''ღამურებთან'' ანგარიშით (3–2), ხოლო განმეორებით მატჩში ''ბლანკოსის'' ფეხბურთელებმა შეძლეს და დაამარცხეს ''ვალენსია'' (4–2) საერთო ჯამში (6–5).

პერესი პრეზიდენტობას უბრუნდება.

2009 წლის 1 ივნისს ''მადრიდის რეალის'' პრეზიდენტად არჩეულ იქნა ფლორენტინო პერესი.მან თავისი სიტყვა შეასრულა და კლუბში მოიყვანა ისეთი დიდებული ფეხბურთელები როგორებიც არიან: კრისტიანო რონალდო, კაკა, კარიმ ბენზემა, ხაბი ალონსო. ასევე მან გუნდის დაცვა გააძლიერა რაულ ალბიოლით და ალვარო არბელოათი.მიუხედავად ასეთი შენაძენისა ''მადრიდის რეალმა'' 2009–2010 წლების სეზონში ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა.



ინფორმაციის წყარო:RealMadrid.Com




სტატიის ავტორი: RealMadridFan dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)