ზიდანი:,,რამოსმა კარიერა მადრიდში უნდა დაასრულოს"

სამეფო კლუბის დამრიგებელმა ზინედინ ზიდანმა, „მალიორკასთან“ მოგებული თამაში შეაჯამა.


„ჩვენ გვჭირდება ბურთი.სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სტრუქტურა მეორეხარისხოვანია, მთავარია, რას ვაკეთებეთ მოედანზე ბურთთან ერთად.ცხადია, ეს ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ არის და მომატების პოტენციალი გვაქვს, თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნო ბიჭების თავდაუზოგავი მუშაობა - მიჯრით 4 თამაშის მოგება ადვილი როდია.განვლილ მატჩში გამორჩეულები ვიყავით დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს.საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ და ვიმედოვნებ, კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ თამაშს და წინ წავიწევთ.“

„მატჩის მიწურულს დაღლილობა დაგვეტყო, მაგრამ ეს არა მხოლოდ „რეალის,“ არამედ ყველა გუნდის პრობლემას წარმოადგენს.ჩვენ საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში გვიწევს ცხოვრება.თითქმის 60 დღიანი პაუზის შემდეგ, ვარჯიშებსა და შეხვედრებს დავუბრუნდით, რაც საკმაოდ რთული პროცესია.რასაკვირველია, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კონდიციების გასაუმჯობესებლად.“

„მოხიბლული ვარ რამოსის გოლით, ის ჩვენი კაპიტანი და ნამდვილი ლიდერია.როგორც ყოველთვის, მან დიდებულად ითამაშა უკანა ხაზში და მონაგარს შესანიშნავი საჯარიმო დარტყმაც შემატა.ის ყოველთვის ცდილობს მეტი დრო დაუთმოს მსგავს კომპონენტებს.სერხიო წლების განმავლობაში „რეალის“ ფეხბურთელია და ვფიქრობ, კარიერაც აქ უნდა დაასრულოს.მას სრული მხარდაჭერა აქვს ჩემგან.“

„როდესაც დრო გვაქვს, ვარჯიშების შემდეგ ვრჩებით და ფეხბურთელებს სხვადასხვა სათამაშო ასპექტების გაუმჯობესებაში ვეხმარებით, რაც ნორმალური პროცესია.ვინისიუსი ცდილობს კარში დარტყმის კომპონენტი უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს.მსგავსი საკითხები გასახდელში რჩება.ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება კარგად მოვემზადოთ შეხვედრებისთვის.“

„სეზონის სტარტის შემდეგ, ვარანმა დიდი პროგრესი განიცადა.როდესაც საქმე დაცვას ეხება, მაშინ ვაანალიზებთ, თუ რა რთულია პრიმერა დივიზიონის მოგება.ვგონებ, უკანა ხაზის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ძალისხმევა გავიღეთ და საჭიროა ამის შენარჩუნება.წინ 7 ფინალი გველოდება და მოდუნეიბის საშუალება არ გვაქვს.საჭიროა ბოლომდე ბრძოლა.“

„როგორც ყველა, კურტუაც შესანიშნავად ასპარეზობს.ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სეივები, არამედ მისი დამოკიდებულება ბურთთან.აღებული კურსი უნდა შევინარჩუნოთ, სხვას ვერაფერს ვიტყვი.“

„ბეილი შემადგენლობის ნიშანდობლივი წnევრია.ხშირად მივმართავთ როტაციას, თუმცა მთავარია, რომ აღნიშნულ პროცესში გუნდის დინამიკა არ იცვლება.ცხადია, არიან ფეხბურთელები, რომელთაც სხვებთან შედარებით ნაკლები სათამაშო დრო აქვთ.“

„ვიცი, რომ ხამესი ძალიან მოწადინებულია.მე ვარ მწვრთნელი და შემადგენლობის შერჩევა მიწევს, რაც ადვილი ნამდვილად არ არის.ერთ დღეს როდრიგესს ავირჩევ, მეორე დღეს ბეილს, ხოლო მესამე დღეს ისკოს.ცხადია, ჟურნალისტებს ყოველთვის ექნებათ სალაპარაკო.ეს ბუნებრივი პროცესია.ჩვენს წარმატებაში თითოეულ ფეხბურთელს თავისი წვლილი შეაქვს.“

„კუბომ ძალიან კარგად იასპარეზა.ჩვენ კარგად მოგვეხსენება მისი შესაძლებლობების შესახებ და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.ვნახოთ, რა იქნება სამომავლოდ.“

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)