ბენიტესს პელეგრინის ბედი აღელვებს

მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელობასთან ყველაზე ახლოს ჟოზე მოურინიო არის, თუმცა სპორტული ჟურნალისტები არ გამორიცხავენ ბენიტესის ან კაპელოს ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნებას. ბენიტესი ესაუბრა მარკას ჟურნალისტს და კომენტარი გააკეთა "თეთრების" ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟზე.


"მე ლივერპულთან 4 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და აქ ძალიან ბედნიერი ვარ. ნისლიან ალბიონზე ჩემი ოჯახიც კარგად გრძნობს თავს, ამიტომ ჩემი მომავალი მხოლოდ ამ ინგლისურ კლუბთან ასოცირდება."

რაფამ ძალიან წარუმატებელი სეზონი ჩაატარა ლივერპულთან ერთად და დადიოდა ხმები, თითქოს კლუბის მესვეურები მის გაშვებასაც აპირებდნენ. მის სახელს კი იუვენტუსთან და მადრიდის რეალთან აკავშირებდნენ, თუმცა ესპანური გრანდის მწვრთნელი სავარაუდოდ მოურინიო გახდება, ხოლო იტალიური გუნდის მთავარი მწვრთნელის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

"უკვე ორჯერ შევხვდი კლუბის ახალ ხელმძღვანელობას და ვისაუბრეთ მომავალ სეზონზე. ჩვენ განვიხილეთ ვინ უნდა შევიძინოთ და ვინ გავუშვათ კლუბიდან."

ბენიტესმა ასევე ისაუბრა მადრიდის რეალის გეგმებზე, როდესაც ჟურნალისტებმა საუბარი მადრიდელების ფერნანდო ტორესისადმი ინტერესზე დაუსვეს კითხვა.

"მადრიდის რეალის მთავარი მიზანი ამჟამად გუნდის ფეხბურთელებით გაძლიერებაზე მეტად, ჟოზე მოურინიოს გადმობირებაა, მაგრამ მას აკავშირებს კონტრაქტი ინტერთან და მის ადგილას მე არ მესიამოვნებოდა, რომ ჟურნალისტებს უკვე მადრიდის რეალის მწვრთნელად "დავენიშნე" და ჩემს სამომავლო გეგმებზე ესაუბრათ."

"რაც შეეხება ბარსელონას, ამ კლუბის თამაშით გაოცებული ვარ და ამაში გვარდიოლას დიდი წვლილი მიუძღვის, ძნელია მოიგო ერთ სეზონში 6 ტიტული და მომავალ წელს შეინარჩუნო სათამაშო ფორმა. დავიდ ვილა კი კლუბს ერთი-ორად გააძლიერებს. ფაბრეგასის გადაბირება კი რთული საქმე იქნება. ამ ფეხბურთელს აქვს მოედნის შესანიშნავი ხედვა და არის ფიზიკურად ძლიერი, ამიტომ არსენ ვენგერი მის შენარჩუნებას შეეცდება."

"მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები ესპანეთი, ინგლისი, ბრაზილია და არგენტინაა. გამრჯვებული კი იქნება ის, რომელიც უფრო კარგ ფორმაში შეხვდება მუნდიალს."

ინფორმაციის წყარო: Marca.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)