ვინისიუს ჟუნიორმა პირადი მაჩვენებელი გააუმჯობესა

ვინისიუს ჟუნიორმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე უკვე 32-ე დაპირისპირება გამართა და ამ ციფრით პირადი მაჩვენებელი გააუმჯობესა...


გასულ სეზონში ბრაზილიელი ფეხბურთელის ანგარიშზე 31 დაპირისპირება ირიცხებოდა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 31 მატჩში შემტევმა მოედანზე 1742 წუთი დაჰყო, ახლა კი 32 დაპირისპირებაში 1574 წუთს მოითვლის.

მიმდინარე სეზონში ვინიმ უკვე მოახერხა 5 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება, რაც თავისთავად ძალიან კარგი მაჩვენებელია.

რაც შეეხება დეტალურ სტატისტიკას. 19 წლის ფეხბურთელმა 32 მატჩიდან 23 ლა ლიგაში ითამაშა, 5 ჩემპიონთა ლიგაზე, 3 სამეფო თასზე და 1 ესპანეთის სუპერთასზე. ლა ლიგაში ვინის ანგარიშზე 1111 წუთია, ჩემპიონთა ლიგაზე 193 წუთი, სამეფო თასზე 253 წუთი და ესპანეთის სუპერთასზე 17 წუთი.
dle 10.1

  • Hala
  • 25 ივნისი 2020
  • 1001
  • 2

1

25 ივნისი 2020 10:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2050
დარბის, არ ჩერდება, სწრაფია ყველაფერი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ვერც ურტყავს, ვერც სწორ პასს აკეთებს. რავიცი, რავიცი რა. მბაპეც მახსოვს 19 წლის, მაგრამ ვაფშე სხვა როჟა იყო რა

2

25 ივნისი 2020 16:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 818
ისეთი დრიბლინგი და სისწრაფე აქვს დაგენანება კაცს რო ცუდი თქვა, ასეთი დონის დრიბლინგი ქონდეს კაცს და ტაქტიკურად ასე სუსტი იყოს რავიცი რა, ბოლო მომენტში უჭირს სიტუაციის სწორად აღქმა, საყურებლად კი რეალიდან ყველაზე მეტად ამის ყურება გესიამოვნება კაცს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)