„რეალმა“ „მალიორკასთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაასრულეს...


სავარჯიშო სესია COVID 19-თან ბრძოლისთვის შექმნილი მკაცრი პროტოკოლით წარიმართა.

ზინედინ ზიდანმა ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტსა, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებსა და ფიზიკურ კონდიციებს.

მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ, შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ და თანაგუნდელებს დარტყმების დახვეწვაში დაეხმარნენ.

აღსანიშნავია, რომ ედენ აზარმა გუშინდელი ვარჯიშისგან განსხვავებით დღეს სრული დატვირთვა მიიღო. ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს ლუკა იოვიჩიც, თუმცა სერბის დაბრუნება ამ ეტაპზე წარმოუდგენლად სჩანს.

კოლექტივთან ერთად ივარჯიშა სერხიო რამოსმაც, რომელთან დაკავშირებითაც გარკვეული კითხვები არსებობს. დატვირთვა მიიღო ისკო ალარკონმაც, თუმცა უცნობია, მოხვდება თუ არა ის ზიზუს განაცხადში.

ტრავმირებული მოთამაშეები აღდგენით პროცესს გადიან. dle 10.1

  • Hala
  • 23 ივნისი 2020
  • 714
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)