სტატისტიკით „სოსიედადმა“ „რეალს“ აჯობა

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის „რეალმა“ „სოსიედადთან“ დაპირისპირება მოიგო, ბასკური კლუბის სტატისტიკა მართლაც თვალშისაცემია.


პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ბურთის ფლობის კომპონენტი, რომელშიც ბასკებმა 51%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირეს. ზიდანის გუნდთან ბურთის ფლობის უპირატესობის მოპოვება ლა ლიგის გუნდებს ნამდვილად უჭირს ხოლმე.

გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ „სოსიედადმა“ მთელი მატჩის განმავლობაში 562 პასი გააკეთა და „ბლანკოსის“ 530 პასიანი მაჩვენებელი დაჯაბნა.

საერთო ჯამში ბასკურმა კლუბმა შეტევის განხორციელება 123-ჯერ სცადა, საიდანაც 38 შემთხვევაში იერიშმა სახიფათო ხასიათი მიიღო. ამ მხრივ „ბლანკოსის“ მაჩვენებელი 90/34-ზეა.

ერთადერთი კომპონენტი, რომლითაც „ბლანკოსმა“ მეტოქე დაჯაბნა კარში დარტყმებია. ზიდანის გუნდმა 10 მცდელობიდან 6-ჯერ ბურთი ზუსტად კარის ჩარჩოსკენ გადაგზავნა, „სოსიედადმა“ კი ეს მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა.

ფაქტია, რომ „რეალს“ გაუჭირდა, თუმცა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში, მომდევნო ტურებში კი ფრანგმა ლეგენდამ დაშვებული შეცდომების გამოსწორებასა და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე უნდა იფიქროს.
dle 10.1

  • Hala
  • 22 ივნისი 2020
  • 1288
  • 5

1

22 ივნისი 2020 17:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4886
ეს სტატისტიკა რამოსის გასვლის შემდეგ გაუარესდა. მანამდე ვერც ინძრეოდნენ. გავიდა და მოიშალა გუნდი, ვინმე თუ არ დავინატეთ სიტისთან მატჩამდე, მილიტაოთი მტერს არ ვუსურვებ სიტისთან გასვლაზე თამაშს.

გადავრჩით, რამოსს არაფერი სჭირს, მალიორკასთან იქნება

2

22 ივნისი 2020 17:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2050
სულ მაგას ვამბობ, რომ დაცვასი როდესაც რამოსი არ არის, ვარანის შესაძლებლობები ნახევრდება. სერხიოსთან ერთად სულ სხვა ტიპია, ცალკე სულ სხვა. არ ვიცი რატომ ხდება ასე მაგრამ ფაქტია.

3

22 ივნისი 2020 19:55

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რამოსის გასვლის მერე გუნდი მოკვდა,ასე მეგონა რომ რეალის ნაცვლად ალკორკონი თამაშობდა,რონალდუს წასვლის მერე გუნდი კრიზისში იყო და კიდე არ ამოსულა ამ კრიზისიდან,ეხლა კი ვფიქრობ რომ რამოსის წასვლის მერე გუნდი იგივე მდგომარეობაში ჩავარდება,რამოსი რეალისთვის უფრო მეტია ვიდრე ფეხბურთელი,ისეთი შტაბეჭდილება მრჩება რომ რამოსის უიმისოდ მინდორზე მყოფი 10 ფეხბურთელი უკრუხოდ დარჩენილი წიწილებია,რომლებიც აქეთ-იქით არიან მიმოფანტულები

4

22 ივნისი 2020 20:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4886
ციტატა: Batumski
სულ მაგას ვამბობ, რომ დაცვასი როდესაც რამოსი არ არის, ვარანის შესაძლებლობები ნახევრდება.

განახევრდება აბა რა იქნება როცა გვერდით გამოსლევებული ნაჩო ან ყოვლად უნიჭო მილიტაო უდგას და იმის ნაცვლად საკუთარ პოზიციას მიხედოს, 2 კაცის საქმის კეთება უწეცს

5

23 ივნისი 2020 00:12

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ერთადერთი რითაც რეალმა აჯობა ეს მსაჯი იყო (როგორც ყოველთვის ხდება) შედეგიც სახეზეა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)