ზიდანი:„ბრძოლა გრძელდება, ასენსიო კი საოცარი იყო“

ზინედინ ზიდანმა „ვალენსიასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მადრიდის „რეალმა“ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ეს იყო დაპირისპირება, სადაც მეტოქემ პირველ ტაიმში მნიშვნელოვანი მომენტები შექმნა. იყო ტემპი, რომელსაც გავუძელით, მეორე ტაიმში კი სოლიდური უპირატესობის მოპოვება შევძელით, რაც ტაბლოზეც აისახა. ყველა მოთამაშემ ბოლომდე იბრძოლა. ამაყი ვარ და ვთვლი, რომ გაცილებით უკეთესი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშეთ. აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ.“

„წინ 9 ფინალი გველის, ახლა ჩვენი საზრუნავი მომდევნო ტურია. მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ გვჯერა, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ. გუნდი ფიზიკური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე დგას და გვჯერა, რომ შედეგებს მივაღწევთ.“

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასენსიო დაბრუნდა და თანაც გრანდიოზულად. ესპანელმა ფეხბურთელმა გოლის გატანა შეძლო. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მარკო ჩვენს განკარგულებაშია.“

„ბენზემასთვის მარცხენა ფეხი არასდროს ყოფილა კომფორტული. ის მემარჯვენეა, თუმცა ფაქტია, რომ ძალიან ეფექტური გოლი შემოგვთავაზა და ყველაფერს წერტილი დაუსვა.“

„5 ცვლილება? დიახ, საკმაოდ კომფორტული გადაწყვეტილებაა, თუმცა ყველა მატჩში რესურსის ამოწურვა სავალდებულო არ არის.“

„მსურს ხაზი გავუსვა ფეხბურთელთა არნახულ თავდადებას. ახლა ჩვენ უფრო დიდი გამოწვევების წინაშე ვდგებით და ვეცდებით, რომ მაქსიმალური შედეგები მივიღოთ. ყველა ფეხბურთელს მივულოცე წარმატება.“

„აზარის გამოსვლა ეფექტური იყო. ფაქტია, რომ ბელგიელი ფეხბურთელი შეტევაში ძალიან ბევრს მუშაობს და წინა ხაზი ბევრად სოლიდურია. მან მოედანზე საკმაოდ დიდი დრო გაატარა. ვთვლი, რომ ედენი კიდევ მოუმატებს, მისი კლასი ნამდვილად შეუფასებელია.“

„„ვალენსიას“ გოლის გაუქმება? ეს VAR სისტემის გამოყენების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა და ეჭვს ვერ შევიტან. პირველი ტაიმის შემდეგ, რამოსმა გასახდელში თქვა, რომ გაუქმებული გოლის შემდეგ გუნდი უნდა გამოცოცხლებულიყო. ასეც მოხდა.“
dle 10.1

  • Hala
  • 19 ივნისი 2020
  • 2837
  • 6

1

19 ივნისი 2020 12:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
პირველ ტაიმში შასნები იყო, მაგრამ დიდი ვერაფერი. მეორეში მართლა კარგები იყვნენ. ვალენსიას სახით დიდი მეტოქე დავამრცხეთ, საღოლ ზიზუ მიაწექი

2

19 ივნისი 2020 13:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
barcamaniaze tvini waiges ukve sopta goli ar chautvales valenciaso eg ro chaetvalat sul sxva tamashi wavidodao araswori xazebi gaavleso da ravi,agar ician rogor daibogmon mizezi ar elevat angry angry

3

19 ივნისი 2020 14:42

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Yaraulis topma ra goli gaitana :D albat video gameorebas asjer uyura :D

4

19 ივნისი 2020 15:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: შალვა
barcamaniaze tvini waiges ukve sopta goli ar chautvales valenciaso eg ro chaetvalat sul sxva tamashi wavidodao araswori xazebi gaavleso da ravi,agar ician rogor daibogmon mizezi ar elevat angry angry

ერთი მაგათი დედაც არ გკიდია ეგ სირები ?

5

19 ივნისი 2020 17:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: შალვა
barcamaniaze tvini waiges ukve sopta goli ar chautvales valenciaso eg ro chaetvalat sul sxva tamashi wavidodao araswori xazebi gaavleso da ravi,agar ician rogor daibogmon mizezi ar elevat angry angry

ბარსას ფანები იმას არ აღიარებენ რო რეალი ისტორიაში საუკეთესოა და რო რონალდუ ძალიან მაგარია და ეგ არ მიკვირს.ერთხელ მეც შევედი და რამოსს დასცინოდნენ სირე ბი

6

19 ივნისი 2020 19:19

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
საკუთარი გუნდის ქომაგობა და მოწინააღმდეგეზი ქილიკი, მოსული თემაა ფეხბურთში, მაგრამ ეს გინებები არ მგონია სწორი, ეხლა აქედან ატყდეს გინება, მერე იქიდან, არ ჯობია ჯანსაღად, სარკაზმით აღადაო მოწინააღმდეგე, ვიდრე პირადი შეურაწყოფა მიაყენო ვინმეს?...🤔 რავიცი აბა, ყველა თუ დავფიქრდებით ამ საკითხზე, არ იქნება ცუდი...😉✌

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)