ზიდანის პრესკონფერნეცია „ვალენსიასთან“ მატჩის წინ !!!

ზინედინ ზიდანმა „ვალენსიასთან“ მატჩისწინა პრესკონფერნეცია გამართა.


„ვარჯიში გვიან ტარდება, ვინაიდან თამაში სწორედ ესპანეთის დროით 22:00 საათზე გვაქვს. მინდა, რომ ფეხბურთელებმა სწორედ დროის ამ მონაკვეთში გამართონ ფინალური სესია.“

„მახსენდება არაერთი მატჩი, სადაც „რეალი“ პირველ ნახევარში ძალიან აგრესიული იყო და ზეწოლას ახორციელებდა, შემდეგ კი სურათი შეიცვალა. ასე მოხდა „ეიბართან“ დაპირისპირებაშიც.“

„ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ცვლილება ნამდვილად საინტერესოა, თუმცა ახლა ჩვენ მხოლოდ „ვალენსიასთან“ მატჩზე ვფიქრობთ და ვთვლით, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტი ლა ლიგაა. ევროსარბიელზე მაშინ ვიფიქრებთ, როდესაც ეს მოხდება.“

„ბეილს მცირე დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის. უელსელი ემზადება და მზად არის, „ვალენსიასთან“ მატჩში გუნდს დაეხმაროს.“

„ჩემი და გარეთის ურთიერთობა ძალიან კარგია. ის, რომ ბრიტანელი მუდმივად ვერ ხვდება შემადგენლობაში არ ნიშნავს ჩვენი ურთიერთობის გაფუჭებას. ბეილი მნიშვნელოვანი ფიგურაა და მე როგორც მწვრთნელი, მას პატივს ვცემ.“

„ის, რაც გასახდელში ხდება, იქვე რჩება. „ეიბართან“ მატჩის შემდეგ ფეხბურთელებთან შენიშვნები მქონდა.“

„კალენდართან დაკავშირებით კომენტარების გაკეთებას არ ვაპირებ. ეს არის რეალობა, რომელზეც ჩვენ უნდა ვადაპტირდეთ.“

„ედენის და კარიმის კომბინაციებით ხშირად ვიღებ სიამოვნებას. ორივე მოთამაშე ძალიან კარგად უგებს ერთმანეთს და ვთვლი, რომ დუეტი დიდ ხიფათს შექმნის.“

„ხამეს როდრიგესს ამ სეზონში ბევრი არ უთამაშია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კოლუმბიელის საჭიროება არ დგას.“

„„ბარსელონა“ არ არის კლუბი, რომელიც ყურადღებას სხვა რამეზე გადამატანინებს.“

„სრული კონცენტრაციითა და მობილიზებით თამაშისთვის ძლიერი მეტოქე არ გვჭირდება. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ, ბოლომდე დავიხარჯოთ და მოედანზე მაქსიმუმი გავიღოთ.“

„„სიტისთნა“ დიდი ბრძოლა გველის, ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.“

„პატივს ვცემ აშრაფ ჰაკიმს. მაროკოელით აღფრთოვანებული ვარ.“
dle 10.1

  • Hala
  • 17 ივნისი 2020
  • 2131
  • 2

1

18 ივნისი 2020 00:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5271
ძაან რთული თამაში იქნება მაგრამ მოსაგებია

2

18 ივნისი 2020 15:53

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ჰაკიმი ძაან მაგარი კაცია.. უმაღლეს დონეზე თამაშობს, როგორხ მარჯვნივ ისე მარცხნივვ. უნივერსალი გვჭირდება კაკრაზ.. მოაშორონ რეგილონები და ნაჩოები და ჩასვან ეს კაცი.. მარსელოს მენდის და კარვახალს მოდუნების საშვალება არ ექნებათ, როცა ესეთი კაცი იქნება ზამენაზე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)