მოდრიჩი:„კარიერის დასრულება „რეალში“ მსურს, ახალ კონტრაქტსაც მოვაწერ ხელს“

ლუკა მოდრიჩმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...


„სიმართლე გითხრათ, მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს. მადრიდის „რეალთან“ იმდენ კონტრაქტს მოვაწერ ხელს, რამდენი შემოთავაზებაც მექნება. მსურს, რომ კარიერა სამეფო კლუბში დავასრულო.“

„პირადად ჩემი აზრით, მინიმუმ 2 წლის განმავლობაში შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში. თუ სამეფო კლუბი ამის საშუალებას მომცემს, მზად ვარ, ყველაფერი გავიღო მადრიდული გიგანტისთვის.“

„ჩემპიონთა ლიგას არაერთი ფავორიტი ჰყავს. უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის შეწყვეტის გამო „პსჟ“-ს პრაქტიკა არ აქვს, მაგრამ ამ გუნდის შემადგენლობა იმდენად ძლიერია, რომ ერთ-ერთ უპირველეს ფავორიტად მივიჩნევ. იგივეს თქმა შემიძლია „ბარსელონაზე“, „ატლეტიკოსა“ და „ბაიერნზე“.

„ჩვენ „სიტის“ სახით ძალიან რთული მეტოქე გვყავს. გუარდიოლას გუნდს კომფორტული უპირატესობა აქვს, მაგრამ არავინ იცის რა მოხდება გადამწყვეტ დაპირისპირებაში.“

„კრიშტიანო რონალდუ ნამდვილი პროფესიონალია, ის არასდროს ჩერდება და მოტივაციას თანაგუნდელებსაც გადასცემს, რაც უდავოდ დიდი თვისებაა ადამიანში. გარდა სპორტული აქტივობებისა, ის ძალიან დიდ სოციალურ კამპანიებს აწარმოებს და ხალხს ეხმარება.“

„კილიან მბაპეს დიდი მომავალი აქვს, ის ალბათ ახალ გამოწვევებსაც უპასუხებს და კიდევ უფრო დახვეწილი მოთამაშე გახდება. ასევე ძალიან დიდ პერსპეტქივას ვხედავ ვინისიუს ჟუნიორში, ბრაზილიელის პროგრესი აშკარაა, ის ჩვენს თვალწინ იზრდება.“

„„სიტიდან“ დე ბრუინის და სტერლინგის გამოყოფა შემიძლია. ვთვლი, რომ ბელგიურ-ინგლისური დუეტი დიდ ხიფათს ქმნის.“ dle 10.1

  • Hala
  • 15 ივნისი 2020
  • 1775
  • 3

1

15 ივნისი 2020 13:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
უკლასნესი ფეხბურთელია. 2 წელსაც ითამაშებს და მეტსაც. ჩემთვის დღემდე პირველი ნახევარმცველია!

2

15 ივნისი 2020 14:44

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აღარაა ამის ადგილი რეალში.ვან დე ბეეკია საჭირო. მაგარი ნახევარმცველი იყო მაგრამ ოქროს ბურთი შეტენეს

3

15 ივნისი 2020 16:10

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
au marto amis modzraobebisgan vigeb did siamovnebas magari klasnia

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)