რონალდუ - „ნახვამდის მადრიდ! ნახვამდის ინდივიდუალურო ჯილდოებო“

2018 წლის ზაფხულში კრიშტიანო რონალდუმ მადრიდის „რეალი“ დატოვა და ოფიციალურად შეუერთდა ტურინის „იუვენტუსს“, თუმცა იტალიაში გადასვლის შემდეგ პორტუგალიელი ფეხბურთელი ვეღარ არის ისეთი ეფექტური, როგორც ესპანეთის დედაქალაქში იყო, რაც მის ინდივიდუალურ ჯილდოებზეც აისახა...

ოქროს ბურთი - ბოლო ფეხბურთელი, ვინც რონალდუ-მესის ჰეგემონიის დასრულება შეძლო ლუკა მოდრიჩია. ხორვატმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაუღალავი შრომის შედეგად გააღწია, ჩემპიონთა ლიგაზე კი საოცარი შედეგები ჰქონდა, რის გამოც ჩათვალეს, რომ ოქროს ბურთი სწორედ ლუკიტას უნდა მოეგო და არა მესი-რონალდუს წყვილიდან ერთ-ერთს. მაშინ რონალდუ ჯერ კიდევ სამეფო კლუბის სადარაჯოზე იდგა. მას შემდეგ კიდევ 2 სეზონი გავიდა, მაგრამ ოქროს ბურთს „7“-იანი ვეღარ ეუფლება.

FIFA THE BEST - ანალოგიური მოხდა „ფიფას“ ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის დროს, აქაც მოდრიჩმა იმარჯვა და მესი-რონალდუს დუეტს ჩრდილი მიაყენა. რონალდუმ აქაც ვეღარ მოახერხა საუკეთესოს ტიტულის მოპოვება.

ოქროს ბუცი - „რეალისგან“ განსხვავებით, რონალდუ „იუვენტუსში“ უამრავი გოლის გატანას ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ CR7-ის ანგარიშზე ამ სეზონში 21 გოლი ირიცხება, მას ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში ურთულესი მეტოქე ჰყავს რობერტ ლევანდოვსკის სახით. ამ ეტაპზე რონალდუს 42 ქულა აქვს, ლევანდოვსკის კი 58, თანაც პოლონელი მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს, ხშირ შემთხვევაში კი 1 გოლსაც არ ჯერდება.

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირდი - „რეალში“ თამაშის დროს რონალდუ უდავოდ საუკეთესო იყო და ჩემპიონთა ლიგაზე ხშირად საუკეთესო ბომბარდირი ხდებოდა. მასვე ეკუთვნის 2 რეკორდი, რომელიც ამ ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობას უკავშირდება. ახლა რონალდუს „იუვეს“ რიგებში ევროსარბიელზე ბევრი გოლის გატანა უჭირს.

საუკეთესი მოთამაშე „უეფას“ ვერსიით - ეს ჯილდო კრიშტიანომ „ბლანკოსის“ ფეხბურთელის რანგში 3-ჯერ მოიგო, მაგრამ „ბებერ ქალბატონში“ გადასვლის შემდეგ აღნიშნულ ჯილდოზე პრეტენზიას ვეღარ აცხადებს.

შიდა ჩემპიონატის ბომბარდირი - სამწუხაროდ, რონალდუ ვეღარც იმას ახერხებს, რომ შიდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. „იუვენტუსის“ ლიდერს სერია „ა“-ში სერიოზული კონკურენტები ჰყავს და პირველობას ვეღარ ახერხებს, რაც რადიკალურად განსხვავდება ლა ლიგის სიტუაციისგან. ესპანეთში პორტუგალიელის მთავარი კონკურენტი მესი იყო, მაგრამ რამდენჯერმე მაინც შეძლო „პიჩიჩის“ მოპოვება.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ასაკმა განაპირობა, სხვა შემთხვევაში ის „იუვესიც“ ძალიან პროდუქტიული იქნებოდა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ „ბლანკოსში“ დარჩენის შემთხვევაში რონალდუ კიდევ შეძლებდა მწვერვალების დაპყრობას და აღარც „მერენგებს“ ექნებოდათ შეტევაში ამდენი პრობლემა. dle 10.1

  • Hala
  • 3 ივნისი 2020
  • 2388
  • 11

1

3 ივნისი 2020 14:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 966
ეს ყველაფერი ასაკის ბრალია დიდწილად ბოლო წლებში ისედაც ვერ იგებდა ოქროს ბუცს.

2

3 ივნისი 2020 14:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ზუსტად მოდრიჩს რო მისცეს ოქროს ბურთი მაგ წელს უნდა აეღო რონალდოს თუ რამე სამართალი არსებობს

3

3 ივნისი 2020 15:19

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მაგარი უსამართლობა ფეხბურთი 2010ში მესის შეტენეს როცა ინიესტა იმსახურებდა, რონალდოს კუთვნილი ბურთი კიდევ მოდრიჩს. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ეს ყველაფერი.

4

3 ივნისი 2020 16:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 772
ციტატა: Madrid 4 ever
მაგარი უსამართლობა ფეხბურთი 2010ში მესის შეტენეს როცა ინიესტა იმსახურებდა, რონალდოს კუთვნილი ბურთი კიდევ მოდრიჩს. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ეს ყველაფერი.

2013shi?:))
-----------------------
barca o muerte. antimadridistas forever

5

3 ივნისი 2020 16:38

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
თითო-თითოჯერ მესის და რონალდუს შეტენეს ოქროს ბურთები

6

3 ივნისი 2020 16:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: boixos_nois
ციტატა: Madrid 4 ever
მაგარი უსამართლობა ფეხბურთი 2010ში მესის შეტენეს როცა ინიესტა იმსახურებდა, რონალდოს კუთვნილი ბურთი კიდევ მოდრიჩს. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ეს ყველაფერი.

2013shi?:))

ჩემი აზრით ესე უნდა გადანაწილებულიყო:
2010- ინიესტა ან სნეიდერი
2011-მესი
2012-ინიესტა
2013-რიბერი
2014-რონალდო
2015-მესი
2016-რონალდო
2017-რონალდო
2018-რონალდო
2019-მესი

7

3 ივნისი 2020 16:53

ინიესტას მართლა ეკუთვნოდა და შეაჩეჩეს ლილიპუტს

ისე ადმინ ეს რეკლამა გამორთე რა ჯანდაბაა შემოსვლა აღარ მინდა ხოლმე ამ რეკლამების გამო

8

3 ივნისი 2020 16:56

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მოვიდა ვარი და გაედო რეალსაც და რონალდოსაც ბაირაამ დუდუკში

9

3 ივნისი 2020 22:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 966
ციტატა: Madrid 4 ever
მაგარი უსამართლობა ფეხბურთი 2010ში მესის შეტენეს როცა ინიესტა იმსახურებდა, რონალდოს კუთვნილი ბურთი კიდევ მოდრიჩს. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ეს ყველაფერი.

ინიესტამ ნახევარი სეზონი გამოტოვა და ოქროს ბურთის მიცემა დიდი უსამართლობა იქნებოდა. მარტო მსოფლიო ჩემპიონატი არაა ოქროს ბურთი. სნეიდერმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, მარა ვერ იტყვი მაინდამაინც ჰოლანდიის დაა ინტერის ლიდერი იყოო.თან ფინალი წააგო და მაგან უკან დახია.არც ყოფილა ოქროს ბურთის დონის ფეხბურთელი ჩემი აზრით. ასე რომ ვისთვის სამართლიანად და ვისთვის უსამართლოდ მარტივად გადაწყვიტეს საუკეთესო ბომბარდირისთვის მიეცათ ბურთი

10

3 ივნისი 2020 22:29

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Andre1
ციტატა: Madrid 4 ever
მაგარი უსამართლობა ფეხბურთი 2010ში მესის შეტენეს როცა ინიესტა იმსახურებდა, რონალდოს კუთვნილი ბურთი კიდევ მოდრიჩს. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ეს ყველაფერი.

ინიესტამ ნახევარი სეზონი გამოტოვა და ოქროს ბურთის მიცემა დიდი უსამართლობა იქნებოდა. მარტო მსოფლიო ჩემპიონატი არაა ოქროს ბურთი. სნეიდერმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, მარა ვერ იტყვი მაინდამაინც ჰოლანდიის დაა ინტერის ლიდერი იყოო.თან ფინალი წააგო და მაგან უკან დახია.არც ყოფილა ოქროს ბურთის დონის ფეხბურთელი ჩემი აზრით. ასე რომ ვისთვის სამართლიანად და ვისთვის უსამართლოდ მარტივად გადაწყვიტეს საუკეთესო ბომბარდირისთვის მიეცათ ბურთი

მოდრიჩს რა ლოგიკითაც მისცეს, მაგით ეკუთვნოდათ. სნეიდერი ინტერში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, მსოფლიოზე კიდევ 5 გოლი გაიტანა. ბრაზილიასთან საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ინიესტას შეიძლება საკლუბო სეზონი არ ჰქონდა კარგი, მაგრამ მსოფლიოზე უმნიშვნელოვანესი კაცი იყო. კანავაროსაც ოქროს ბურთი მსოფლიოს გამო მისცეს.

11

4 ივნისი 2020 13:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1954
რონალდუ რეალის ყველა დროის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია და ვინც რა უნდა ის თქვს,ეს მის გენიალურობას ჩრდილს ვერ მიაყენებს.რონალდუს მე-6 ოქროს ბურთი მოდრიჩს შეატენეს ძალად.ეს ყველამ იცის.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1

მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)