სამი შეკვეთა მომავალი სეზონისთვის

როგორც ჩანს მოურინიოსა და მადრიდის რეალის ხელმძღვანელობას შორის მართლაც არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც შემდეგ სეზონში სამეფო კლუბს პორტუგალიელი მწვრთნელი უთავკაცებს. თავად ჟოზემ "თეთრებს" სამი ფეხბურთელი შეუკვეთა, რომელიც მომდევნო სეზონში მას დასჭირდება. ესენი არიან: დი მარია, დავიდ ლუიზი და ფაბიო კოენტრაო.


მეტცელდერის შალკეში გადასვლის შემდეგ გაჩნდა ვაკანსია ცენტრალური მცველის ადგილზე, ამიტომ ჟოზემ თვალი დაადგა ბრაზილიელ დავიდ ლუიზს, რომელიც 23 წლის არის და თამაშობდა ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრებში. მისი გადმოსვლით პორტუგალიელი გუნდის დაცვით პოტენციალს გააუმჯობესებს. ის ამჟამად ბენფიკას შემადგენლობაში ირიცხება და არის საიმედო როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.



შემდეგი შეკვეთა არის ანხელ დი მარია, რომელზეც ევროპული გრანდები ნადირობენ. გავრცელებული ინფორმაციით მანჩესტერ იუნაიტედი მზად არის ანდერსონი და 8 მილიონი შესთავაზონ პორტუგალიელებს, თუმცა ბენფიკას ხელმძღვანელობამ წითელ ეშმაკებს ნანი და 8 მილიონი მოთხოვეს. 22 წლის არგენტინელი შესანიშნავად თამაშობს მარცხენა ფლანგზე, მადრიდის რეალს კი მიმდინარე სეზონში სწორედ ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელი აკლდა. თუ სამეფო კლუბი მის შეძენას გადაწყვეტს 44 მილიონის გადადება მოუწევს გვერდზე.



და ჟოზეს ბოლო სურვილი - ჰაბიო კოენტრაო. სწრაფი და ტექნიკური პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ითამაშოს შემტევ ნახევარმცველად. აქვს შესანიშნავი პასები და გოლის გატანის ალღო. მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა (22 წელი). იგი უკვე გაეცნო ესპანეთის ჩემპიონატს, 2008 წელს ფაბიო სარაგოსას შემადგენლობაში ირიცხებოდა.



ინფორმაციის წყარო: as.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)