5 რეალური ტრანსფერი, რომელსაც „რეალი“ ზაფხულში განახორციელებს

ესპანურმა გამოცემებმა დაასახელთ 5 რეალური ტრანსფერი, რომლის განხორციელებაც „ბლანკოსს“ ზაფხულში შეეძლება. აღსანიშნავია, რომ კილიან მბაპესთან დაკავშირებით პესიმისტური განწყობებია.


დონი ვან დე ბეეკი

ჰოლანდიელი ფეხბურთელის დამატება 45-იდან 55 მილიონ ევრომდე თანხის გადახდის შემთხვევაში არის შესაძლებელი. „აიაქსის“ ნახევარმცველი „რეალს“ ელოდება, თუ ფლორენტინო პერესი ამსტერდამელებს სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე არ მიმართავს, დონი „იუნაიტედისგან“ აიღებს გეზს, მისით მანჩესტერელებიც დიდი ხანია ინტერესდებიან. ესპანეთში თვლიან, რომ ვან დე ბეეკის შეძენა „რეალს“ შეუძლია.

ერლინგ ჰოლანდი

ნორვეგიელი ფეხბურთელი „დორტმუნდის“ ღირსებას სულ რამდენიმე თვეა იცავს, მაგრამ მისი გამოსასყიდი თნხა 75 მილიონი ევროა. თუ ფლორენტინო პერესი „დორტმუნდს“ შეუთანხმდება და აღნიშნულ თანხას გადაიხდის, ახალგაზრდა ფორვარდი მადრიდელთა რიგებს შეუერთდება. მისი ტრანსფერი დიდ სირთულეებს წესით არ უნდა დაუკავშირდეს.

ედუარდო კამავინგა

ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველის მადრიდში გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია. კამავინგა ზიდანის სიმპატიაა, ზიზუმ თავად სთხოვა „ბლანკოსის“ პრეზიდენტს, რომ „ახალი კაზემირო“ გადაიბიროს. „რენი“ ჩემპიონთა ლიგაზეც მოხვდა და მაქსიმალურად ეცდება სიტუაციის შენარჩუნებას, მაგრამ კამავინგას „ბლანკოსში“ სურს.

ტიმო ვერნერი

გერმანელმა ფეხბურთელებმა სხვა კლუბებს „ლივერპული“ არჩია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ „მერსისაიდელების“ ფინანსური კრისიზი კიდევ უფრო ღრმავდება, ამიტომ არ არის გამორიცხული, კლოპმა ვერცერთი მოთამაშის დამატება ვერ შეძლოს. ამ შემთხვევაში მადრიდის „რეალს“ დიდი შანსი მიეცემა ფორვარდის ყიდვის, ვინაიდან ტიმოს „ლაიფციგიდან“ აბარგება გადაწყვეტილია.

უპამენაკო

დაიოტ უპამეკანოს ზინედინ ზიდანი სერხიო რამოსის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს. ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა სადაო საკითხს ფასი წარმოადგენს, „ლაიფციგს“ მის სანაცვლოდ 45 მილიონის მიღება სურს, „რეალი“ კი დაახლოებით 35 მილიონზე აცხადებს თანხმობას. ამ ტრანსფერთან დაკავშირებითაც შანსები საკმაოდ რეალურია.


dle 10.1

  • Ramos
  • 14 მაი 2020
  • 2659
  • 4

1

14 მაი 2020 23:01

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
არცერთი ვარსკვლავი, უბრალოდ კარგი ფეხბურთელები. დორტმუნდში ყველა მაგრად თამაშბდა, გიოთსე,კაგავა დაფრინავდნენ,მარა ვნახეთ რომ სხვაგან დიდი ვერაფერი. იგივე იტქმის ჰალანდზეც, კიდევ ერთი ახალგაზრდა რომელიც დორტმუნდში ათამაშდა ისე, როგორც ზალცბურგში. თუმცა არცერთი არ არის დიდი გუნდი. ვან დე ბეკი- ჰოლანდიელი,რომელიც როგორც ყველა მისი თანამემამულე და თანაგუნდელი,აიაქსში დაფრინავდნენ. აიაქსი არის გუნდი,რომლის ფილისოფია არის მხოლოდ შეუტიე და ამ გუნდს არანაირი ზეწოლა არ აქვს. დე იობგი ბარსელონაში და დე ლიხტი იუვეში, იმის 50% ვერ აჩვენებენ,რასაც აიაქსში. იგივე იქნება ნერეშის და ზიეჩის შემთხვევაშიც. კამავინგაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან არ მაქვს ამის თამაშები ნანახი,თუმცა რაც ვნახე კარგი პერსპექტიული ბავშია. უპომეკანო საკმაოდ კარგი მცველი,თუმცა რამოსს რამდენად შეცლის ახლო მომავალში ეგ საკითხავია, თუმცა ამისთვის ყველა მონაცემი აქვს და ბოლოს ვერნერი, რომელიც ხშირად ფლანგზე გადადის, რამდენად მოერგება რეალის სქემას???

თუმცა ის ფაქტი,რომ რეალმა შეწყვიტა ასობით მილიონის ხდა ფეხბურთელებში და აქცენტს ახალგაზრდა და ნიჭიერ ფეხბურთელებზე აკეთებს,ეს უკვე ძაან მაგარია. არ შეიძლება გუნდი მუდამ დაზდევდეს სხვა გუნდის უკვე შემდგარ ფეხბურთელებ. აგერ ვალვერდე რა მაგარი ბიჭია, ვიზე ნაკლებია? იგივე ჰაკიმი? სწორედ ეს ბიჭები შექმნიან მომავალ გალაკტიკოს!!!

2

15 მაი 2020 11:01

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
საკმაოდ რეალური ტრანსფერებია. სულ ყველას ერთად მბაპე მირჩევნია, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ტრანსფერები გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა

3

15 მაი 2020 15:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1944
თავდასხმაში მბაპეზე საუკეთესო არცერთი ვარიანტი არ არის.ახალგაზრდა,ენერგიული და პროფესიონალი.ნამდვილი ჰიპერ კლასის ფორვარდია.

4

17 მაი 2020 21:35

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კარგი ტრანსფერებია მაგრამ ჩემი აზრით ამ ყველა ფეღბურთელში რაც უნდა გადაიხადონ ჯობია შეკრან და მბაპე იყიდონ თორეეე შეილება პესეჟემ გააფორმოს ახალი კონტრაქტი დააა მერე ვაფშე ვეღარ იყიდიან მემგონი ცოტა მეტი აქტიურობა მართებს რეალს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)