რონალდუს, რაულისა და პელეგრინის პრესკონფერენცია

კრისტიანო რონალდომ, რაულმა და მანუელ პელეგრინმა გამართეს ერთად პრესკონფერენცია მათ მომავალ მეტოქეზე, ''DC იუნაიტედზე'' და აწ გარდაცვლილ დანიელ ხარკეზე ისაუბრეს.


როგორ ფიქრობთ შეძლებთ ''DC იუნაიტედის'' დამარცხებას?

პელეგრინი: დასაწყისისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, თბილი მიღებისთვის.ჩვენ გვინდა რომ ფანებმა ამ მატჩით სიამოვნება მიიღონ.

რაული: ეს იქნება კარგი ამხანაგური შეხვედრა, გულშემატკივრებს მოწყენის საშუალებას არ მივცემთ და ისინი დროს მხიარულად გაატარებენ.

რა უნდა გაკეთდეს თქვენი მხრიდან რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფეხბურთი გახდეს ერთ-ერთი პოპულარული სპორტი?

რონალდო: ფეხბურთი აქ განვითარების გზაზეა ტორონტომ ჩაატარა მშვენიერი მატჩი რითაც ჩვენ ძალიან გაგვაოცეს ბიჭებმა. მე ვფიქრობ რომ სულ რამდენიმე წელიწადში ფეხბურთი ამერიკაში ძალიან დიდი პოპულარობით ისარგებლებს.

არ გეცოდებათ თქვენი ფეხბურთელები რომლებიც 2 მატჩს გამართავენ 48 საათში?

პელეგრინი: არა ნამდვილად არ მეცოდებიან ბიჭები რადგან ისინი ფიზიკურად ძალიან კარგად არიან მომზადებულნი.ჩემს განკარგულებაში 22 ფეხბურთელია და დღეს შეძლებს ყველა თამაშს.

რას გვეტყვით ტორონტოსთან მატჩის შესახებ?

პელეგრინი: ეს იყო წინასასეზონო მატჩი სადაც ბიჭებმა კარგად ითამაშეს, ნუ რათქმაუნდა ამ შედეგით არ შეიძლება იმის თქმა რომ ჩვენ საუკეთესოები ვართ მაგრამ ამას მალე დავამტკიცებთ, მადრიდის რეალის გულშემატკივრებს გულს გავუხარებთ და მოვიგებთ ყველა ტურნირს რომელშიც ბლანკოსი მონაწილეობას მიიღებს.

გსურთ თუ არა კიდევ ესტუმროთ აშშ-ს და გამართოთ აქ მატჩები?

რონალდო: არასდროს არ იცი რა მოხდება შემდეგში.

რაული: დიახ, რატომაც არა?!

და რას გვეტყვით ხარკეს შესახებ?

რონალდუს, რაულისა და პელეგრინის პრესკონფერენცია


რაული: ჩვენ მისი სიკვდილი სულ რამოდენიმე წუთის წინ გავიგეთ, ყველას რათქმაუნდა გული დაგვწყვიტა ამ ამბავმა. როგორც მადრიდის რეალის კაპიტანმა მინდა განვაცხადო გუნდის სახელით: მთელი გუნდი ძალიან შეაძრწუნა მომხდარმა და თანაუგრძნობს ხარკეს ოჯახს, ჩვენ მის ოჯახს მხარში ამოვუდგებით და ყველანაირად დავეხმარებით.

რონალდო: ყოველთვის ძალიან მძიმეა როდესაც შენი კოლეგა დაიღუპება. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ხარკე.

პელეგრინი: ჩვენ ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო. 2 წლის წინაც სევილიაში დაიღუპა პუერტა. ასეთი ინფორმაციები ძალიან ცუდად მოქმედებს თითოეულ ჩვენთაგანზე. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)