5 სუპერ ვარსკვლავი - „რეალის“ ახალი გალაქტიკო!

ფლორენტინო პერესი ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც სრულიად შოკისმომგვრელი იქნება...


არსებული ფინანსური კრიზისის პირობებში ძალიან რთულია დიდი თანხის გაღება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „მერენგებს“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ბიუჯეტი აქვთ და საკმაო ზარალის მიუხედავად მომდევნო წლებში აქტიურობას გეგმავენ.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი წუთით არ გაჩერება ბერნაბეუს რეკონსტრუქციის სამუშაოები. მეტიც, არსებული ვითარებიდან გამომდინარე (მატჩების არჩატარება), სტადიონზე სამუშაოები 50%-ით არის აჩქარებული.



ბერნაბეუს რეკონსტრუქცია კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა ამ ყველაფრისთვის შესაბამისი ფინანსური რესურსი მოძიებულია.

პერესი ხვდება, რომ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მომგები გუნდის წევრებს ასაკი ემატებათ და სულ მალე სრულიად სახეცვლილი „რეალის“ ხილვა იქნება საჭირო.

რონალდუ უკვე წავიდა. მის გზას ბეილცი გაუყვება, ბენზემა ასაკშია, საგრძნობლად უკლო მარსელომ. ასევე ასაკშია მოდრიჩი და აუცილებელია კროოსის გათვალისწინებაც, რომელიც ახლა უმაღლეს დონეზე გამოდის, მაგრამ წლები მასაც ემატება.

კლუბს ახალგაზრდების შეძენის პროექტი დიდი ხანია დაწყებული აქვს და კოლექტივში არაერთი ნიჭიერი ირიცხება, თუმცა „ბლანკოსს“ აქვს გეგმა, რომელიც მომდევნო 2 წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს და გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიეროს.

კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, ედუარდო კამავინგა, პოლ პოგბა და დონი ვან დე ბეეკი - ეს არის ხუთეული, რომელიც პერესმა მიზანში ამოიღო და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეთანხმებას მიაღწიოს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თანხის კუთხით სრული მობილიზება მოხდება და „რეალი“ ამას შეძლებს. ახალ ბერნაბეუსთან ერთად პერესი ქომაგებისთვის „ახალი გალაქტიკოს“ შეთავაზებას გეგმავს.
dle 10.1

  • Hala
  • 8 მაი 2020
  • 3364
  • 7

1

8 მაი 2020 11:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1802
დროა უკვე ის რეალი ვიხილოთ როგორიც გვახსოვს.ახალი ერა იწყება.რეალი ისევ ის მრისხანე გუნდი იქნება რომელსაც ყველა ტოპ მოწინააღმდეგე გუნდი კანკალებდა
ჰალა მადრიდ
-----------------------
Decimotercero

2

8 მაი 2020 14:07

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მბაპე ძაან საეჭვოა, დედა მოიხნეს და ისე აკეთებენ,რომ მალე ალბათ გააგრძელებს კონტრაქტს პესეჟესთან. გამოცეაში ნათქვამია,რომ ორივე მხარე კმაყოფილია შეთააზებული კონტრაქტით და ახალი ხელშეკრულება ორივესთვის მომგებიანი იქნება. მფლობელი სარგებლობს კოროვირუსის მდგომარეობით. ახალი კონტრატის მიხედვით პარიზელებს არნაირი შიში არ ექნებათ,რომ რადენიმე წლის განმავლობაში რეალს მისი შეძენის არანაირი შანსი აღარ ექნებათ.

წაგებული ზინედინ ზიდანის გუნდია. მადრიდის "რეალი" იმედოვნებდა, რომ ხელს მოაწერდნენ და მის გარშემო გუნდს შექმნიდნენ, მაგრამ ფეხბურთის ახალი რეალობები ხელს უშლის მათ ამის გაკეთებაში.

https://www.besoccer.com/new/mbappe-could-extend-his-contract-but-with-a-buyout-
clause-830488

3

8 მაი 2020 16:00

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Sani_Real
დროა უკვე ის რეალი ვიხილოთ როგორიც გვახსოვს.ახალი ერა იწყება.რეალი ისევ ის მრისხანე გუნდი იქნება რომელსაც ყველა ტოპ მოწინააღმდეგე გუნდი კანკალებდა
ჰალა მადრიდ

რომელ გრანდებს ყველა რომ არასტაბილური და ჩაჯმული იყო😃😃😃
ჩელსი რომ ჩელსობა და ინტერი ინტერობდა არ წააჭამოს რეალმა იოლად ვინმეს... ყველაზე მეტად არ მიყვარს ესეთები ბარსელონა რომ მრისხანე იყო მაშინაც კი უჭირდა მითუმეტეს ავტობუსებთან თამაში

4

8 მაი 2020 17:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1802
ციტატა: CHEPE
ციტატა: Sani_Real
დროა უკვე ის რეალი ვიხილოთ როგორიც გვახსოვს.ახალი ერა იწყება.რეალი ისევ ის მრისხანე გუნდი იქნება რომელსაც ყველა ტოპ მოწინააღმდეგე გუნდი კანკალებდა
ჰალა მადრიდ

რომელ გრანდებს ყველა რომ არასტაბილური და ჩაჯმული იყო😃😃😃
ჩელსი რომ ჩელსობა და ინტერი ინტერობდა არ წააჭამოს რეალმა იოლად ვინმეს... ყველაზე მეტად არ მიყვარს ესეთები ბარსელონა რომ მრისხანე იყო მაშინაც კი უჭირდა მითუმეტეს ავტობუსებთან თამაში

მესსის მერე ბარსელონა საშუალო გუნდი გახდება.რეალი სულ სხვა დონეა და ყოველთვის მრისხანე იქნება.
-----------------------
Decimotercero

5

8 მაი 2020 20:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 965
კამავინგას სუპერვარსკვლავობა მოვხან და ჰოლანდისაც ზემოდან. გალაქტიკო არ დაივიწყოთ კიდე მარტო ფეხბურთელების მოყვანა არაფერს წყვეტს შესაბამისი მწვრთნელი თუ არ მოუყვანე და მოტივაცია არ მიეცი

6

8 მაი 2020 22:24

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Or weliwadi schirdebaa gunds roo am transferebis shemdeg moixodon da sheewyon errymatens saocar fexburts itamasheben

7

9 მაი 2020 15:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1947
პირველ რიგში კილიან მბაპეა საჭირო რეალში,რომ გოლების გატანა შეძლოს გუნდმა.კეთილი ინებოს პერესმა და მოხსნას ფულის გუდას პირი.კარგ ფეხბურთელებს რომ იაფად არავინ მისცემს,ეს ფაქტია.2 წელიწადში რომ აპირებს კილიანის ყიდვას რეალი,იმაზე უნდა დაფიქრდეს პერესი,რომ მაგ დროში შეიძლება სულ სხვა გუნდმა წაიყვანოს ფრანგი,ან მოუნდება კია 2 წელიწადში მბაპეს რეალში თამაში?ან საერთოდ იქნება ეს ქვეყნიერება????😆😆😆😆😆😆😆😆😆😆😆😆😆😆😆😆😆😆

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)