ოდრიოზოლა:„ზიდანს ჩემი „ბაიერნში“ გაშვება არ სურდა“

ალვარო ოდრიოზოლამ „ას“-თან ბევრი საინტერესო საკითხი მიმოიხილა...


„„ბაიერნში“ თამაში დიდი პრივილეგიაა, მაგრამ გერმანიაში დარჩენას არ ვაპირებ. ეს არის მხოლოდ 6 თვიანი საიჯარო ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის ბოლოს „მერენგების“ რიგებს უნდა შევუერთდე, ხოლო რა იქნება შემდეგ უკვე სხვა საკითხია. ერთის თქმა დანამდვილებით შემიძლია, გერმანიაში წამოსვლის გადაწყვეტილება თავად მივიღე, ზიდანს ჩემი გაშვება არ სურდა, თუმცა ჩავთვალე, რომ მეტი სათამაშო დრო მესაჭიროებოდა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მიუნხენში გადმოსვლის შემდეგ სეზონი შეწყდებოდა და მოედანზე ვერ გავიდოდი, პანდემიამ ყველაფერი გააჩერა, რაც თავისთავად სამწუხარო ფაქტია.“

„ზიდანი შესანიშნავი მწვრთნელი და კიდევ უფრო კარგი ადამიანია, მასტან კონტაქტი მაქვს. გარდა ამისა ინტენსიურ კავშირზე ვარ „რეალის“ სამედიცინო შტაბთან და ფეხბურთელებთან. გუნდს მალე შევუერთდები.“

„ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე მოვასწარი „რეალისა“ და „ბაიერნის“ მაისურის მორგება, მაგრამ ოცნება, რომელსაც „ბლანკოსთან“ ერთად ტიტულების მოგება ჰქვია კვლავ ძალაშია. მსურს, რომ „მერენგებთან“ ერთად დიდ წარმატებას მივაღწიო.“

„ფაქტია, რომ ესპანეთთან შედარებით გერმანიაში ეპიდემიოლოგიური კონტროლი უფრო ეფექტურია. აქ ინფიცირებულთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. სულ მალე სეზონი განახლდება და ფეხბურთელებს მოედანზე გასვლა შეეძლებათ. საბედნიეროდ, ტესტირების პასუხები უარყოფითია და „ბაიერნის“ სრული შემადგენლობა ჯანმრთელია.“

„უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად არის დაცული. ვარჯიშებზე დისტანციას დიდი ხანია ვიცავთ და ვცდილობთ, ყველა ნორმა გავითვალისწინოტ.“

„სახლის და სამწვრთნელო ბაზის გარდა არსად მივდივარ. ახლა სწორედ ეს რეალობაა, რომელსაც ვერ შევცვლით და ვერაფერს დავუპირისპირდებთ.“

„გერმანული საკმაოდ რთული ენაა, რომლის ათვისებაც გამიჭირდა, თუმცა საწყის ეტაპზე ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი. ახლა ვეღარ ხდება ჩემი მომზადება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პროგრესი მაქვს და ბევრი რამ მესმის.“

„„სევილიას“ ინტერესზე ახლა ვერაფერს ვიტყვი. ეს მხოლოდ ჭორებია. ამ ეტაპზე „ბაიერნზე“ ვამახვილებ ყურადღებას, შემდეგ კი „რეალზე“ გადავერთვები. ანდალუსიური კლუბის მიმართ მხოლოდ საქებარი სიტყვებით შემიძლია გამოვიჩინო თავი. ეს მართლაც დიდი გუნდია, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ბოლომდე იბრძვის.“

„იდეალი კაფუა. ბრაზილიის ნაკრებში მისი თამაშის ყურება დიდი სიამოვნება იყო.“
dle 10.1

  • Hala
  • 7 მაი 2020
  • 846
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)