მბაპე მისი გამოსასყიდი თანხის 222 მილიონ ევრომდე შემცირებას ითხოვს

კილიან მბაპე „პსჟ“-ს კარს არ უხურავს, თუმცა საკუთარი პირობები აქვს...


პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაცია დადასტურებული არ არის, თუმცა ბევრი ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, რომ კილიანი პარიზულ მხარეს ახალ კონტრაქტზე თანხმობას უცხადებს, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი პირობაა დასაკმაყოფილებელი.

ახალი ხელშეკრებულების მიხედვით, კილიანის გამოსასყიდი თანხა მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს და ღირებულებამ 222 მილიონი ევრო უნდა შეადგინოს. ეს სწორედ ის თანხაა, რომლის სანაცვლოდაც ალ ჰელაიფის წარმომადგენლებმა ნეიმარი „ბარსელონადან“ პარიზში წაიყვანეს.

ამ ნაბიჯით, მბაპე დაიტოვებს უფლებას, მსურველი კლუბის მხრიდან 222 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში, არჩევანი თავად გააკეთოს და თუ მოისურვებს კლუბი შეიცვალოს.

შეთანხმების შემთხვევაში ხელი მოეწერება 6 წლიან ხელშეკრულებას, სადაც მნიშვნელოვნად გაზრდილი იქნება მსოფლიო ჩემპიონის ხელფასიც, თუმცა „რეალის“ მხრიდან 222 მილიონის გადახდისა და კილიანის თანხმობის შემთხვევაში, ზიდანის ოცნების ახდენას ვერცერთ ეტაპზე ვერაფერი აღუდგება წინ.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 6 მაი 2020
  • 7534
  • 4

1

6 მაი 2020 00:05

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ძაან ჭკვიანური პოზიცია დაიჭირა მბაპემ დასაღოლ. არც მწვადი დაწვა და არც შამფური. ის კი ფაქტია, რომ არანაირი კრიზისი ამის ფასზე არ იმოქმედებს და რეალს თუ უნდა ყიდვა, დიდი ფული უნდა გადაიხადოს

2

6 მაი 2020 01:23

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: madridista.2020
ძაან ჭკვიანური პოზიცია დაიჭირა მბაპემ დასაღოლ. არც მწვადი დაწვა და არც შამფური. ის კი ფაქტია, რომ არანაირი კრიზისი ამის ფასზე არ იმოქმედებს და რეალს თუ უნდა ყიდვა, დიდი ფული უნდა გადაიხადოს

დიდი ალბათობით არ დათანხმდება პესეჟე ამ წინადადებას, ეს თუ სიმართლეს შეესაბამება რათქმაუნდა. მბაპე დათმობაზე წავა ყველა ვარიანტში და იძულებული იქნება დათანხმდეს შეთავაზებას. სხვა შემთხვევაში მისი ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება,ეჭვქვეშ დადგება. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ,ამას იძულებულს გახდიან რეალზე უარი თქვას და ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

3

6 მაი 2020 01:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მბაპეს შემთხვევა რთული საკითხია, რომელიც ერთ დღეში არ გადაწყდება. შეიხმა არამგონია რაბიოს სიტუაცია გაიმეოროს, რომც უნდოდეს. მბაპე იმ მასშტაბის იგროკია, მისი კარიერის დანგრევა არაბს საფრანგეთის დატოვების ფასად დაუჯდება.

4

6 მაი 2020 14:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ხო მარა გადაიხდის კი პერესი 222 მილიონს ამ კრიზისის დროს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)