მბაპე ჯერ კიდევ „რეალს“ ელოდება

კილიან მბაპესა და „პსჟ“-ს შორის ახალ კონტრაქტზე საუბარი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც კორონავირუსული ინფექციის განვითარების გამო, სატრანსფერო ბაზარზე სიტუაცია რადიკალურად იცვლება...

კილიანს იმედი ჰქონდა, რომ „ბლანკოსი“ მის ყიდვა 2020-ში შეძლებდა, მაქსიმალური ვადა კი 2021 წელი იქნებოდა.

ამ ყველაფრის ფონზე ყველა კლუბს ფინანსური კრიზისი დაეწყო, რაც მომენტალურად აისახება ფეხბურთელების ფასებზე.

„ას“-ის ინფორმაციით, „რეალი“ ფრანგში ასტრონომიულ თანხას ვეღარ გადაიხდის, „პსჟ“ კი მას შედარებით დაბალ ფასად არ შეელევა.

ამ შემთხვევაში მბაპე გაურკვეველ სიტუაციაშია და არ იცის როგორ იმოქმედოს. თუ ის „პსჟ“-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კვლავ უარს იტყვის, ადგილობრივ კლუბთან ურთიერთობა ძალიან გაუფუჭდება, პარალელურად კი „რეალისგან“ ვერანაირ მხარდაჭერას ვერ მიიღებს.

„ას“ იუწყება, რომ მბაპეს ჯერ კიდევ „ბლანკოსის“ იმედი აქვს და პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. თუ ფლორენტინო პერესი არ გააქტიურდება და ბიუჯეტიდან დიდ თანხას არ გამოყოფს ტრანსფერის დასასრულებლად, ფრანგი მსოფლიო ჩემპიონის „პსჟ“-სთან კონტრაქტის განახლების შანსი უკვე მართლაც გაიზრდება.

როგორც ვხედავთ, ყველაფერი ბურუსით არის მოცული. ესპანურ და ზოგადად ევროპულ პრესაში მბაპეს „რეალში“ ტრანსფერთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია იწერება, თუმცა ყველაფერს ალბათ სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობს გვიჩვენებს. dle 10.1

  • Hala
  • 5 მაი 2020
  • 3260
  • 9

1

5 მაი 2020 12:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2048
ძაან ცუდ მდგომარეობაშია. რეალში თამაშზე ოცნებობს, პერესი კიდე დიდ თანხას არ იხდის, იქ ალ ჰელაიფი ჯიუტობს. ასე თუ გაგრძელდა მაგრად დაეძაბება პესეჟესთან და შეიძლება ვაფშე სკამზე გადასვან და ფორმიდან ამოვარდეს. თნა 2021-ში ევროპა მოდის, იმაზეც ფიქრობს უეჭველი. უნდა გადაწყდეს ამის ამბავი რა

2

5 მაი 2020 13:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2639
ფინანსური კრისისი რომ აქვს ყველა კლუბს გასაგებია, მაგრამ რეალს არმგონია ისეთი კრიზისი ჰქონდეს მბაპე ვერ იყიდოს. ეხლა თუ არ გადადგეს ეს ნაბიჯი მერე მართლა გვიანი იქნება და ახალ კონტრაქტსაც მოაწერს ხელს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში კარიერას დაუნგრევენ და ის მბაპე წარსულში დარჩება რაც ეხლა არის. სულ რომ სხვა არავინ იყიდონ ამ წელს, მბაპე უნდა მოიყვანონ ყველაფრის ფასად თუ უნდა მას რათქმაუნდა.

3

5 მაი 2020 17:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Axl

არც რეალია გამონაკლისი. სამწუხაროდ ამ წელში არავინ არ ელოდება დიდ ტრანფერებს. არცთუ პატარა თანხები დაკაგეს და კარგავენ გუნდები. ძაან გაუჭირდება კლუბს,რომ ერთ ფეხბურთელში 250 მილიონი გადაიხადოს. წარმოიდგინეთ ჯერ რა იყო ბეილის და ხამესის ფასი და ახლა საერთოდ რა იქნება. არადა გათვლა სწორედ გაყიდული ფეხბურთელებიდან შეოსული თანხით ყიდვაზე იყო გაკეთებული... ფაქტი ერთია,ან რაღაცნაირად უნდა მოხერხდეს ამის ყიდვა და თანების მობილიზება,ისიც თუ დაიყოლიეს პსჟ, ან დიდი ალბათობით ეს ხელს მოაწერს ახალ კონტრაქტს. ეს თუ სკამზე დასვეს ჯიბრზე, 2 წელი გამორიცხულია ამან გაუძლოს წნეხს და თან ევროპა მოდის და ამისთვის ევროპაზე ვერ თამაში საცოდაობა იქნება. იგივე მეორდება მემგონი, რაც დეხეას შემთხვევეაში რა. ტიპი რეზერვებში გადაიყვანეს და მერე საერთოდ ტრიბუნაზე დასვეს,სანამ ახალ 5 წლიან ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. ეჭვი მაქვს,ამასაც იგივე ბედი ელის. თან ის ინფო თუ ართალია,რომ კვირაში 360000 ევრო შეთავაზეს ხელფასი,აი როგორი შანსი არ აქვს რეალს და საერთოდ არავის,რომ ასეთი ხელფასი გადაუხადოს ვინეს,თუნდაც ეს მბაპე იყოს.

4

5 მაი 2020 17:45

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ერთადერთი შანია მბაპეს ყიდვის ტრანსფერში უნდა ჩართოს ფეხბურთელები პერესმა ვინც ხალიფას უნდა სხვა შემთხვევაში კონტრაქტის ამოწურვამდე ვერ წავა პსჟდან და სანამ ეგ მოხდება იქამდე გაახანგრძლივებს ჩემი აზრით წნეხს ვერ გაუძლებს მითუმეტეს ევროპა მოდის და სკამზე რო დაალპონ უთამაშებენ მბაპემ რა უნდა ქნას

5

5 მაი 2020 20:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2639
ციტატა: კასილასი-THE best
ამასაც იგივე ბედი ელის. თან ის ინფო თუ ართალია,რომ კვირაში 360000 ევრო შეთავაზეს ხელფასი,აი როგორი შანსი არ აქვს რეალს და საერთოდ არავის,რომ ასეთი ხელფასი გადაუხადოს ვინეს,თუნდაც ეს მბაპე

გეთანხმები რთული სიტუაციაა, მაგრამ მბაპეს სურვილზეც თუ იქნება დამოკიდებული 360000 კი არა მილიონი რომ გადაუხადონ კვირაში იქ მაინც არ უნდა დარჩეს და რამეზე თუ აქვს პრეტენზია როგორც ფეხბურთელს რეალში უნდა ითამაშოს,ოქროს ბურთი მაქვს მხედველობაში პირველრიგში. კვირაში 200 ათასსაც დავთანხმდებოდი მის ადგილას კარიერა ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ფული. ითამაშე რეალში მოიგე ყველაფერი და წადი ორი წელი ჩინეთში დაგაყრიან დოლარებს მარტივია ძალიან.

6

5 მაი 2020 23:14

მარტო რეალში და ბარსელონაში იგებდნენ ოქროს ბურთებს?? რაშუაშია ეგ შეიძლება ლივერპულში წავიდეს დაუშვათ იქ იფრინოს ლიგაც მოიგოს და ოქროს ბურთს ისე ჩაახუტებენ როგორც დაგიბარებია.. პროსტა არ ხდება ისე როგორც ყველას უნდა ვამბობდი და კიდეც ვიტყვი შეიხი ეგრე ადვილად განავალსაც კი არ გაატანს არავის მეთქი მითუმეტეს ეხლა პანდემიამ უწია და აღფრთოვანებული იქნება ზედმეტად არავინ შეაწუხებს მბაპეზე და იხელთებს დროს მოაწერინებს კონტრაქტზე ხელს ან დაალპობს არ კიდია მთელი საფრანგეთი ვიღაც ყატარელ პრინც შეიხას

7

6 მაი 2020 00:07

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ერთი რამ არის ფაქტი რა. ამ კაცში თუ დიდ ფულს არ გადაიხდიან, ტრანსფერი ვერ შედგება. ეხლა დაჟე იმაზე მიდის ბაზარი რომ ახალ კონტრაქტს გააფორმებს, მაგრამ გამოსასყიდი თანხა შემცირდებაო, კაცი ცდილობს წამოსვლას და რა ქნას მეტი

8

6 მაი 2020 00:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2639
ციტატა: CHEPE
მარტო რეალში და ბარსელონაში იგებდნენ ოქროს ბურთებს?? რაშუაშია ეგ შეიძლება ლივერპულში წავიდეს დაუშვათ იქ იფრინოს ლიგაც მოიგოს და ოქროს ბურთს ისე ჩაახუტებენ როგორც დაგიბარებია.. პროსტა არ ხდება ისე როგორც ყველას უნდა ვამბობდი და კიდეც ვიტყვი შეიხი ეგრე ადვილად განავალსაც კი არ გაატანს არავის მეთქი მითუმეტეს ეხლა პანდემიამ უწია და აღფრთოვანებული იქნება ზედმეტად არავინ შეაწუხებს მბაპეზე და იხელთებს დროს მოაწერინებს კონტრაქტზე ხელს ან დაალპობს არ კიდია მთელი საფრანგეთი ვიღაც ყატარელ პრინც შეიხას

ლივერპულში უფრო მეტი შანსი აქვს ფეხბურთელს ოქროს მოგების თუ რეალში ან ბარსაში? მემგონი ბოლო წლების შედეგები სცემს ამ კითხვას პასუხს.

9

6 მაი 2020 11:19

სულ ესე ვერ იქნება წავიდა რონალდო წავა მესიც და აიშვებს მსოფლიოც მალე ყველას შეეძლება მოგება არც ის გამიკვირდება ნეიმარმა პსჟ ში რომ მოიგოს აწინ😃😃😃😃
თუ დომინანტი არ გახდება რეალი ბარსა ყველას შეეძლება მოგება ვინც წაიფართხალებს

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1

მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)