პოგბასთვის „ინტერიც“ იბრძოლებს

როგორც სჩანს, პოლ პოგბას მიმართ ინტერესი იზრდება...


ფრანგ ფეხბურთელზე პრეტენზიას არაერთი კლუბი აცხადებს, მათ შორისაა მადრიდის „რეალიც“, მაგრამ ახლა ასპარეზზე „ინტერიც“ გამოჩნდა, რომელიც იტალიაში ერთადერთი კლუბი არ არის, რომელიც მსოფლიო ჩემპიონისთვის იბრძვის.

„ინტერს“ იტალიაში კონკურენციას „იუვენტუსი“ უწევს, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია პოგბას დაყოლიებას ცდილობს.

Mirror-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „მანჩესტერი“ „რეალისგან“ სულ მალე ოფიციალურ შეთავაზებას მიიღებს, რომელიც 75 მილიონ ევროიანი იქნება და სერიოზული დაფიქრება მოუწევს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა სახის წინადადებით მიმართავს აპირებს „ინტერი“ მანჩესტერული მხარისათვის, თუმცა ერთ-ერთი ინფორმაციით, მილანური კლუბი „იუნაიტედს“ მაურო იკარდის შესთავაზებს. dle 10.1

  • Hala
  • 3 მაი 2020
  • 975
  • 10

1

3 მაი 2020 18:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
ისე იკარდისნაირი ფორვარდი მანჩესტერს ჩახატავდა

2

3 მაი 2020 19:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5968
ეგ კაცი გვინდა საერთოდ?არც კი მემგონი.


ამას ჯობია მბაპეზე იჩალიჩონ.
-----------------------
ჰალამადრიდ.

3

3 მაი 2020 20:42

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ადმინ 5 წელია პოგბას ყიდულობ

4

3 მაი 2020 22:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9020
Tu datrevaa de bruini itriet am breqias ar gavartyiiii

5

3 მაი 2020 23:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Spain999
ადმინ 5 წელია პოგბას ყიდულობ

wink wink

თან ყოველწელს თითქმის მადრიდელი ხდება აა ეგაა და ბრახ,აღარ მოდის. ეგრეა მბაპეც, მონაკოდან აა წამიწამზე რეალშია და უცბათ თავი ამოყო პსჟ-ში 5 წლით. იმის მერე 4 წელია,ყოველწელს ხან სცენას ამონტაჟებენ ბერნაბეუზე მბაპეს წარსადგენად და ამ დროს იოვიჩი წარადგნეს. ამ დროს აქ სტატია იწერება,პერესმა ტოპ ტრანსფერის პირობა დადო. ისევ სცენა მონტაჟდება ბერნაბეუზე,მგონია ეგაა ბიჭო მოულედნელი ტრანსფერი და ველოდები მთელი გულით და ბრახ,ტაკაფუსა კუბო წარადგინეს. მერე წინა წელს აა ეგაა ვსო მბაპეს კონფლიქტი აქვს ყველსათან,სპორტულ დირექტორთან, მფლობელებთან და ვსო რეალში წასვლაზე განაცხადაო და არიქა მევთქვი გვეშელა და სიახლე იდება,ბენზემამ კონტრაქტი გაახანგრძილვა. wink ამაზეც ეგრა,ვსო პოგამ ულტიმატუმი წაუყენა მანცესტერსო და მგონია ვსო პოგბა მოვიდა და ამ დროს პოგბას მანჩესტერის ოფიციალურ გვერდზე ვხედავ ინტერვიუთი, დედაჩემი სულ მეუბნებოდა რომ შენ შენს აყვარელი კლუბში მანჩესტერში დაბრუნდებიო wink ამ დროს აქ შემოვდივარ, პოგბა რეალში გადმოსვლაზე ოცნებობსო.ერთი ვის უყვება ეს თავის ოცნებებზე ამ გვერდის ამ ერთი ადმინის გარდა როგორ მაინტერსებს. laughing ტიპებმა ბოლო 5 წელი რაც წერეს,ვაბშე არაფერი არ გამართლდა. გუშIნ კიდე ეტყობა პესში ან ფიფაში სანჩო იყიდა და ეგრევე სტატია გამოაცხო,სანჩოს არჩევანი რეალი ან ბარსა იქნებაო. და გუშინვე ჩემხელა ცართვა ქონდა ტიპს ლაივში,არნოლდი ეხვეწებოდა მოდი ლივერპულში და უარი თქვი მანჩესტერში გადასვლაზეო. wink უბრალოდ უმარტივესია,სტატიას ქვევით ლინკი მიუწერონ და ეგაა რა. ან რომელი ინგლისელი გინახიათ რეალში ძაან მაინტერესებს, მითუმეტეს 19 წლის? ერთი ბექემი იყორომელიც რეალმა იყიდა და ისიც იმიტომ,რომ დევიდ ბექემი იყო რა. სად გინახიათ ინგლისელი ფეხბურთელი ესპანეთში კარგად მოთამაშე???

6

3 მაი 2020 23:55

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეს კიდე რა ვერ იყიდეს? ან 75 მილიონად ამას ვინ გაუშვებს? ან ამას კვირაში ვინ გადაუხდის სამას ათას ფუნტს? მაშინ ხელფასის სერიოზულ შემცირებაზე უნდა თქვას უარი. რაც დღეს გააკეთა იუვეს სპორტულმა დირექტორმა,თუ პოლს გუნდის შეცვლა უნდა,ის ხელფასის საგრძნობლად შემცირებას უნდა დათანხმდესო. ამ წელს არცერთი გუნდი არ გააკეთებს დიდ ტრანსფერს. ახლა ესენი დაიწყებენ დანაკარგების შევსებას და იმ თანხების ამოღებას,რაც ამ ვირუსმა დააკარგვინა. რეალი კი ვერ გადაიხდის ასობით მილიონს ფეხბურთელში.

7

4 მაი 2020 00:12

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32720
  • |
  • კომენტარები: 270
ციტატა: Alfredo di stefano
ეს კიდე რა ვერ იყიდეს? ან 75 მილიონად ამას ვინ გაუშვებს? ან ამას კვირაში ვინ გადაუხდის სამას ათას ფუნტს? მაშინ ხელფასის სერიოზულ შემცირებაზე უნდა თქვას უარი. რაც დღეს გააკეთა იუვეს სპორტულმა დირექტორმა,თუ პოლს გუნდის შეცვლა უნდა,ის ხელფასის საგრძნობლად შემცირებას უნდა დათანხმდესო. ამ წელს არცერთი გუნდი არ გააკეთებს დიდ ტრანსფერს. ახლა ესენი დაიწყებენ დანაკარგების შევსებას და იმ თანხების ამოღებას,რაც ამ ვირუსმა დააკარგვინა. რეალი კი ვერ გადაიხდის ასობით მილიონს ფეხბურთელში.



რეალში გადასვლის შემთხვევაში შეიძლება დათანხმდეს კიდეც შედარებით ნაკლებ ხელფასს. იქ პერესს ზიდანისგანაც აქვს წნეხი, ამდენი ხანია ვერ უყიდა. თუნდაც 200 000-ზე რომ წავიდეს ლაპარაკი, შესაძლოა შედგეს კიდეც ტრანსფერი, გამორიცხული ნამდვილად არ ჩანს

კასილიასი The Best

თქვენს კომენტარს რაც შეეხება, რთულია შეფასება გააკეთო. ერთს გირჩევთ - თუ არ გვენდობით, არავინ გეხვეწებათ აქ შემოსვლას. ჩვენ ყველა მომხმარებელს პატივს ვცემთ, თუმცა მსგავსი კომენტარებით ცდილობთ ჩვენს იმიჯს დაარტყათ და მწერლების შრომა წყალში ჩაყაროთ და ეს სწორი მიდგომა არ არის.შეგიძლიათ ეწვიოთ ხოლმე მარკას, ასს და ასე შემდეგ და გაიგოთ სიახლეები. პოგბაზე წლებია ბევრი ავტორიტეტული გამოცემა წერს, ისევე როგორც ბევრ სხვა ფეხბურთელზე. იგივეს თქმა შეიძლება მბაპეზეც და თუ კილიანის ტრანსფერზე შარშან იწერებოდა და მაგის პარალელურად ბენზემამ ან სხვამ კონტრაქტი გაახანგრძლივა, ეს ჰალამადრიდის ბრალი არ არის, ეს სიტუაცია შეიქმნა და დასრულდა მაგით საკითხი. სანჩოს „ბარსა-„რეალის“ საკითხთან დაკავშირებით დღესაც კი განახლდა ინფორმაცია Defensacentral-ზე და შეგიძლიათ ეგეც იხილოთ. სხვა კომენტარს თქვენს გამოსვლებზე ნამდვილად არ გავაკეთებთ და კიდევ ერთხელ გეტყვით, თუ არ მოგწონთ ჩვენი გვერდი, არავინ გაძალებთ აქ ყოფნას. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ როგორც ხარისხზე, ასევე მაქსიმალურად ვცდილობთ გავაშუქოთ ავტორიტეტულ გამოცემებში გამოქვეყნებული სიახლეები.
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

8

4 მაი 2020 00:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
ძალიან ბევრ უცხოურ ვებ-გვერდზე ვეცნობი სიახლეებს. ესპანურსაც ვფლობ საკმაოდ კარგად და ვათვალიერებ, აქტიურად ვარ ჩართული. ნამდვილად ვერ გავიზიარებ კრიტიკას, რომელიც ზოგიერთს აქ აქვს ამ გვერდის მიმართ. ყოველთვის იწერება, ააქტიურად, ოპერატიულად რაც მთავარია სიახლეები. ასევე რაც მომწონს არის ის, რომ ბევრ სტატიას ლაკონურად და გასაგებად წერენ და პირდაპირ არ თარგმნიან იმ უაზრო ტექსტებს, რომელიც ბევრ გამოცემაში წერია. 4 წინადადება აქვთ გაბერილი 10 აბზაცად ბევრ უცხოურ გვერდს, აქ კი ამით არ გვღლიან. ყოველდღიურად მსიამოვნებს აქ შემოსვლა და თუ ჯანსაღი დისკუსიაა, ეგეც ძალიან საინტერესოა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ცოტა ინტრიგანარევ გამოსვლებს ნამდვილად ვერ გავიზიარებ და იმასაც დავეთანხმები, რომ პოგბას და მბაპეს ვერ ყიდვა ჰალამადრიდის ბრალი არაა მართლა, სრულიად პრესა არის ხოლმე მაგათი სიახლეებით აჭრელებული.

9

4 მაი 2020 11:39

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
https://as.com/futbol/2020/05/03/internacional/1588504692_723482.html?autoplay=1


აგერ წავიკითხე ეს სტატია. რა გინდათ მწერლებთან? ზუსტად მსგავსი ინფორმაციაა

10

4 მაი 2020 12:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 966
ბიჭო გამაგიჟებთ თქვენ, არ იცით რომ მანჩესტერის ფაქსი არ მუშაობს? ჯერ ფაქსის შეკეთების ფული გაუგზავნეთ მერე პოგბას საყიდი მაყუთი და შეიძლება გადმოვიდეს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)