„ნიუქასლში“ იოვიჩის ტრანსფერიც განიხილება

„ნიუქასლი“ სულ მალე ახალ პროგრამას წარადგენს, რომელიც სატრანსფერო აქტივობებს შეეხება.


აღსანიშნავია, რომ „ნიუქასლის“ ახალი ხელმძღვანელობა იმდენად დიდ თანხას ფლობს, რომ ამ გუნდს მსოფლიოს ყველა ვარსკვლავს უკავშირებენ, თუმცა რამდენად რეალურია ეს ტრანსფერები არავინ იცის.

რამდენიმე ბრიტანული გამოცემა იუწყება, რომ „კაჭკაჭები“ თავდასხმაში ლუკა იოვიჩის კანდიდატურასაც განიხილავენ და თვლიან, რომ სერბი ფეხბურთელი პრემიერლიგას კარგად მოერგება.

„ნიუქასლში“ თვლიან, რომ იოვიჩის შესაძენად რეკორდული თანხის გადახდა არ მოუწევთ და „რეალთან“ მოლაპარაკება სავსებით შესაძლებელია.

იმ ფონზე, რომ ბენზემა უკვე ასაკშია და „ბლანკოსს“ იოვიჩის გარდა სხვა ცენტრ ფორვარდი არ ჰყავს, ტრანსფერის ალბათობა ნამდვილად არ არის დიდი, თუმცა ფლორენტინო პერესი საინტერესო წინადადებებს ყველა ვარიანტში განიხილავს.Jo dle 10.1

  • Ramos
  • 3 მაი 2020
  • 876
  • 3

1

3 მაი 2020 14:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
უკვე ძაან ბევრი იწერება იოვიჩის ნიუკასლში ტრანსფერზე და თუ დათანხმდება, ვერაფერს ვერ მიაღწევს რამდნეიმე სეზონი და ოქროს წლებს დაკარგავს. ჯობია დარჩეს და მაქსიმუმი გაიღოს რეალში თავის დასამკვიდრებლად.

2

3 მაი 2020 15:01

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამ სტილის რეალში იოვიჩის შანსები ნაკლებია, ცოტა მეტი მოქნილობაა საჭირო რა

3

3 მაი 2020 16:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1954
სანამ ზიდანი მწვრთნელია და ბიზონი ცოცხალია,ალბათ სიკვდილამდე რეალში დარჩება და იოვიჩი მაინც გაყიდონ,რომ კარიერა არ გაუფუჭდეს მაგ კაცს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)