„რეალი“ არცერთ ტრანსფერს არ განახორციელებს, სანამ 5 ფეხბურთელს არ გაყიდის!

ესპანური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ ფლორენტინო პერესმა შესაბამისი დავალებები გასცა. „რეალში“ წმენდა უნდა ჩატარდეს და სწორედ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ახალი ფეხბურთელების მოყვანა...


პერესი თვლის, რომ კრიზისულ პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თანხების მოზიდვა, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, კლუბს თანხების გაცემა გაუჭირდება.

„რეალი“ არცერთ ფეხბურთელს არ დაიმატებს იქამდე, სანამ კოლექტივს მინიმუმ 5 მოთამაშე არ დაემშვიდობება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარეთ ბეილთან, ალვარო ოდრიოზოლასთან, მარიანო დიასთან, ხამეს როდრიგესთან და კიდევ რამდენიმე მოთამაშესთან დაკავშირებით ინტენსიური მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს და სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე „ბლანკოსში“ წმენდა დაიწყება.

Defensacentral იუწყება, რომ გუნდი აქტიურად განიხილავს იჯარით გაშვებული ფეხბურთელების საკითხსაც.

გაყიდული ფეხბურთელების დაახლოებით 40% სწორედ ამ მოთამაშეებზე მოვა, მათ შორის იქნებიან ბორხა მაიორალი, დანი სებალიოსი, ოდრიოზოლა და სხვები. dle 10.1

  • Hala
  • 2 მაი 2020
  • 875
  • 1

1

2 მაი 2020 13:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
37 თუ 38 ფეხბურთელი ირიცხება გუნდის ბალანსზე. იგეგმება 4-5 ფეხბურთელის მოყვანა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე 42-43 ფეხბურთელზე ავდივარ. გუნდმა ყველა ვარიანტში უნდა გაუშვას მინიმუმ 12 ფეხბურთლი და საერთო ბალანსი 31-32მდე შეამციროს, აქედან 25 იქნება მთავარ გუნდშ, 1-2 კასტილიაში და დანარჩენი იჯარით გაშვებული

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)