მოურინიო:„„რეალში“ კარიერის ყველაზე მძიმე მომენტი დამიდგა“

ჟოზე მოურინიომ მადრიდული კარიერა გაიხსენა...


„ყოველთვის ახლოს ვიყავი ჩემპიონთა ლიგასთან, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოვახერხე თასის აღმართვა. ეს „რეალთან“ ერთად ჩემი ოცნება იყო.“

„2011/12 წლებში საოცარი გუნდი მყავდა. ნამდვილი მონსტრი, რომელიც ნებისმიერ მეტოქეს ანადგურებდა.“

„ლა ლიგაში საოცარ შედეგებს ვაფიქსირებდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეტოქე „ბარსელონა“ საოცარ ფორმაში იყო, ჩვენ დიდებულად გამოვდიოდით და ამაში ვერავინ შემეწინააღმდეგება.“

„ვიტირე, ბევრი ვიტირე, როდესაც „ბაიერნთან“ 1/2 ფინალში გამარჯვება ვერ მოვახერხეთ და ფინალში ვერ გავედით.“

„მე და აიტორი (კარანკა) ჩემ სახლთან ვიდექით და ცრემლები მომდიოდა, ეს იყო ყველაზე მძიმე მომენტი ჩემ კარიერაში.“

„როდესაც ლა ლიგა მოვიგეთ, არანორმალური მაჩვენებლები გვქონდა. 121 გოლის გატანა მოვახერხეთ. თითო მატჩში მინიმუმ 3 გოლი გაგვქონდა, ჩვენი მეტოქეები ვერაფერს გვიპირისპირებდნენ.“ dle 10.1

  • Hala
  • 2 მაი 2020
  • 1776
  • 6

1

2 მაი 2020 12:42

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მართლაც რომ მაგარი გუნდი იყო , მაგრამ მოუ დაღუპა თავისმა შიშებმა , გუშინდელი დღესავით მახსოვს ის განმეორებითი მატჩი , მე-15 წუთზე თუ რაღაც უკვე 2:0ს იგებდა რეალი , შემოტრიალებული თამაში , დაბნეული მეტოქე , რომ მოენდომებინა კიდე 2ს გაუტანდნენ იმ ტაიმში და უცებ არაფრის მომცემი კატენაჩო შეტევის მაგივრად :)))

2

2 მაი 2020 12:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
ეგ ყველაფერი დაგმართა იმან, რომ ჩმორი მწვრთნელი იყავი. მალიორკებთან და იმეებთან დიდი გული ქონდა. ბარსა ან რამე გრანდი შეხვდებოდა და ეგრევე ჩააყენებდა 2 ავტობუსს კარებში

3

2 მაი 2020 13:05

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
არაფრად არავინ ჩააგდებს შენს 121 გოლს, როცა ბარსელონასთან ბენზემა ჩამშლელი ნახევამრცვეის პოზიციაზე გეყენა და სხვა ყველა დანარჩენი კარში

4

2 მაი 2020 21:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 967
შენ სინდისზეა 2012 წელს ლიგის ვერ მოგება მარა ჩელსის ისეთი იღბალი ქონდა ყველას მოუგებდა ბურთი არ შედიოდა მაგათ კარში

5

2 მაი 2020 22:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2334
და მარტო მოურინიოზე რატომ ტეხთ ჯოხს ვერ გავიგე.გეგონება სამი პენალტი მან ააცილა,გეგონება რობენზე პენალტი მან აიღო სულელურ სიტვაციაში,გეგონება გომესი რომ რამოს აყავდა და არბელოას რომ შეაჩეჩა და ამის შემდეგ გავიდა გოლი ის არავის ახსოვს,არავის ახსოვს დაცვამ როგორ ჩაქიმა ორივე თამაში.კარლოს რეალიც საკმაოდ უკნიდან თამაშობდა ბაიერნთან,არ ყოფილა ისე რომ თავზე შედგომოდნენ,მაგრამ კონტრშეტევებზე დაიჭირეს კარგად და დაცვაშიც კარგად გაართვეს თავი.2012 წელს ნამდვილად კარგი გუნდი იყო რეალი გინდ შიდა ჩემპიონატში და გინდ ჩემპიონატის გარეთ.121 გოლის გატანა და 32ის გაშვება ნამდვილად არ არის პატარა ამბავი.ჯგუფურ ეტაპზე რომ 19 გოლი გაიტანა გუნდმა და მასეთი მაჩვენებელი გუნდს კარგა ხანი არ ქონდა დაფიქსირებული და ამავდროულად მხოლოდ ორი გაუშვა არავის ახსოვს,ასევე ჯგუფურებზე 18 ქულა აიღო გუნდმა,რაც მაშინ იშვიათი შედეგი იყო,თითო-ოროლა გუნდი იყო ჩამოსათვლელად.51 გოლი გაიტანეს გასვლით მატჩებში და გვარდიოლას რეკორდსაც გადაუსწრეს.იმ წელს საკმაოდ ბევრი რეკორდი მოიხსნა და ჩამოთვლას აღარც მოვყვები,ამიტომ ვფიქრობ მთლად მწვრთნელს ვერ შევაწმენდდი ხელს.

6

3 მაი 2020 11:41

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იმ წელს რეალს უნდა მოეგო ლიგაა. ბაიერნთან რომ შეგეტიათ მონაგონი იქნებოდა 2014 წლის ნახევარფინალიი. 15 წუთში უკვე 2-0 უგებდნენ. არაა რა რეალსი საქმე დაცვაში ჩადგომააა არააა. 2013 წელს რა უაზროდ გამოვარდით დორტმუნდთანაც .

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)