რობერტო კარლოსი:„„რეალის“ მწვრთნელობა საოცრება იქნება“

რობერტო კარლოსმა ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა...


„არაერთი რთული მეტოქე იყო, მათ შორის ეტო'ო ხუაკინი, თუმცა ფიგუს გაჩერება ყოველთვის ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენდა, თუნდაც ვარჯიშებზე პორტუგალიელთან თამაში რთული იყო.“

„არაერთი კარგი გოლი მახსოვს, თუმცა „ელ კლასიკოსა“ და საფრანგეთის ნაკრებთან მატჩებს გამოვყოფდი, სადაც შორიდან გავისროლე და მეტოქის კარი ავიღე, იმ გოლებზე ბევრს მეკითხებიან, თუმცა არ ვიცი რა ვუპასუხო, მე უბრალოდ ძალიან ძლიერად დავარტყი და ბურთი აუღებელი გამოდგა.“

„„ელ კლასიკოში“ მონაწილეობის მიღება დიდი ემოციაა, გოლის გატანა კი საოცარი ბედნიერება, რომელიეც არასდროს გავიწყდება.“

„ნეიმარი ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია და მასში საუკეთესო ფეხბურთელსაც ვხედავ. მე ვფიქრობ, რომ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის ბოლო შანსი იქნება. ბრაზილიაში მან უნდა დაამტკიცოს, რომ ოქროს ბურთს იმსახურებს.“

„ნეიმარის პროგრესს წლების მანძილზე ვაკვირდები, ყოველთვის მსურდა, რომ ჩემ თანამემამულეს „რეალის“ ღირსება დაეცვა, ვინაიდან ის სწორედ იმ სტილის ფეხბურთელია, რომელიც „რეალში“ სასწაულს იზამდა. როდესაც ნეიმ „ბარსელონა“ აირჩია გული დამწყდა, შემდეგ იყო „პსჟ“ და როგორც სჩანს, ის პარიზში ბედნიერია. არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ოდესმე მადრიდში, მაგრამ ამის შანსი ალბათ მცირეა.“

„ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ მარსელოს ფენომებს ვუწოდებ. როდესაც მადრიდში ერთმანეთს შევხვდით, ის 17 წლის იყო. დღეს ვიეირა გუნდის ვიცე-კაპიტანი და ძალიან დაფასებული მოთამაშეა. მარსელომ დიდი ეტაპები განვლო და „რეალის“ ისტორიაში უდიდეს ფიგურად იქცა. ვამაყობ, რომ მას ადაპტაციაში დავეხმარო, ჩვენ დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.“

„მარსელოსა და ჩემს შორის დიდი სხვაობაა, მას ნახევარდაცვაშიც ძალიან ეფექტურად შეუძლია თამაში. დღევანდელი მარცხენა მცველები სულ სხვა სტილში თამაშობენ, ის უფრო დახვეწილი და განვითარებულია. მე სხვა ფეხბურთს ვანიჭებდი უპირატესობას.“

„„ინტერში“ თამაშის დროს ბევრი საუბარი მიდიოდა იმის შესახებ, რომ თავდასხმაში მეთამაშა, ვინაიდან დაცვიდან ძალიან შედეგიანი ვიყავი და გოლებს ვიტანდი. მაშინვე ვუთხარი ხელმძღვანელობას, რომ ეროვნულ ნაკრებში მნიშვნელოვანი მატჩები მელოდა და ჩემი თავდასხმაში გადასვლა სწორი არ იქნებოდა. ამ ყველაფრის პარალელურად მილანურ კლუბს ლორენზო სანსი დაუკავშირდა და „რეალმა“ კონტრაქტი შემომთავაზა. ალბათ გაგეცინებათ, მაგრამ ყველაფერი 10 წუთში გადაწყდა.“

„ლუიშ ფელიპე სკოლარისთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა, ის სულ მეუბნებოდა, რომ საჯარიმოს გარედან ხშირად დამერტყა, ვინაიდან მეტოქის მეკარეების ვაბნევდი და პრობლემებს ვუქმნიდი.“

„ვისენტე დელ ბოსკეს ძალიან უყვარდა მოკლე პასებით თამაში და ხშირად გვიმეორებდა, რომ ბურთი დიდხანს არ გაგვეჩერებინა, ის დიდებული მწვრთნელი იყო.“

„სკოლარისთან ერთად ბრაზილიის ნაკრებში რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობდით, თუმცა გარკვეული პარალელების გავლება „რეალთან“ შეიძლებოდა.“

„ვანდერლეი ლუშემბურგო? მას ელეგენტური ფეხბურთი უყვარდა, ხშირად ამუშავებდა ახალ ტაქტიკებს და ცდილობდა, რომ „რეალს“ ულამაზესი ფეხბურთი ეთამაშა, მისთვის ესთეთიკა ბევრს ნიშნავდა.“

„მწვრთნელი პირველ რიგში ფსიქოლოგი უნდა იყოს და კარგად ხვდებოდეს კონკრეტულ სიტუაციაში რა სჭირდებათ მოთამაშეებს. ამ მეთოდებს ბევრი მწვრთნელი იყენებდა, ერთ-ერთი გამორჩეული ფაბიო კაპელო იყო.“

„როდესაც მწვრთნელობა დავიწყე, ყველას ვუხსნიდი, რომ ფეხბურთის იდეა საქმის კეთებისგან სიამოვნების მიღება და გართობა იყო. საკუთარი იდეოლოგიის გატარება მნიშვნელოვანი კომპონენტია.“

„ოუენი ძალიან ძლიერი ფორვარდი იყო, ჩვენ ერთად ცოტა ხანი ვითამაშეთ, ინგლისელმა „ელ კლასიკოში“ გოლის შემდეგ ძალიან დიდი ემოციები განიცადა.“

„მაიკლი „ლივერპულში“ ბრწყინავდა. ძალიან გაგვეხარდა, როდესაც გავიგეთ, რომ ფორვარდი „ბლანკოსში“ გადმოდიოდა სათამაშოდ.“

„კარგად მახსოვს 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი ინგლისის წინააღმდეგ. მაშინ ბრიტანელებს ძალიან ძლიერი დაცვა ჰყავდათ და დაბალანსებული ფეხბურთელებით გამოირჩეოდნენ, გავიმარჯვეთ და დიდი ნაბიჯი გადავდგით ფინალისკენ.“

„ბრაზილიაში მეორე ადგილი არავის სურდა. ან გამარჯვება, ან არაფერი! სწორედ ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა.“

„დღეს მე „რეალში“ ვმუშაობ და ეს ძალიან დიდი ჯილდოა. ვმოგზაურობ კლუბთან ერთად, ვეცნობი სიახლეებს და ყოველდღიურ ცხოვრებაში ვარ ჩართული, რაც დიდ სიამოვნებას მგვრის.“

„თუ „რეალი“ მწვრთნელად დამნიშნავს, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები და ვეცდები, რომ მწვერვალები დავიპყრო.“


dle 10.1


1

22 აპრილი 2020 13:25

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
დიდი მადლობა სტატისს ავტორს. ძველ დროში ვიმოგზაურე და დიდი სიამოვნება მივიღე. მართლა აღვიდგინე ის მომენტები, რაზეც კარლოსი საუბრობს. ბრავო მართლა მაგარი სტატია შემოგვთავაზეს

2

22 აპრილი 2020 13:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
მართლაც დიდებული სტატიაა. რობერტო კარლოსი არის ფეხბურთელი, რომელმაც ფეხბურთი [b]რონალდოსთან ერთად შემაყვარა. კარგად მახსოვს ამის კარიერა ინტერშიც, მაგრამ დიდი ფეხბურთი მაინც რეალში ითამაშა.

ლუშემბურგოს რაც შეეხება, მაგ მწვრთნელს წესიერი ჩამშლელი რომ ყოლოდა ძალიან მაგარ გუნდს დააყენებდა, მაგრამ არ აცალეს[
/b]

3

22 აპრილი 2020 15:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 965
არამგონია ამისგან კარგი მწვრთნელი გამოვიდეს, აზროვნება ამის პლიუსი არასდროს ყოფილა, სისწრაფე და დარტყმა კიბატონო

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)