„რეალის“ ოფიციალური მიმართვა UEFA-ს

მადრიდის „რეალმა“ „უეფას“ ოფიციალურად მიმართა...


კლუბის ხელმძღვანელობას ლა ლიგისგან უკვე აქვს თანხმობა იმაზე, რომ მატჩები „ალფრედო დი სტეფანოს“ სახელობის სტადიონზე გაიმართოს და არა სანტიაგო ბერნაბეუზე.

ახლა ჯერი „უეფაზეა“. იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონთა ლიგაზე ზიდანის გუნდი „სიტის“ გასცდება, 1/4 ფინალში საშინაო არენაზეც მოუწევს დაპირისპირების გამართვა, სწორედ ამიტომ საჭიროა ნებართვა „უეფასგან“.

დი სტეფანოს სტადიონი ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და „ბლანკოსში“ დარწმუნებულები არიან, რომ „უეფასგან“ შესაბამის ნებართვას მიიღებენ მატჩის ჩატარების თაობაზე.

შეგახსენებთ, „რეალმა“ მატჩების დი სტეფანოზე გამართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ სეზონის განახლების შემთხვევაში პაექრობები ცარიელი ტრიბუნების წინ გაიმართება. ამ გადაწყვეტილებით ბერნაბეუს რეკონსტრუქციის პროექტი 50%-ით აჩქარდება. dle 10.1

  • Hala
  • 21 აპრილი 2020
  • 2741
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)