6 გადაწყვეტილება, რომელიც ზიდანმა „რეალის“ პრეზიდენტს ამცნო!

ვრცელდებ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ზიდანი გეგმებს აწყობს...


უკვე მიღებულია 6 გადაწყვეტილება, რომელიც ზინედინ ზიდანმა ფლორენტინო პერესს ამცნო.

ბეილი უნდა წავიდეს

გარეთ ბეილის გუნდში დარჩენას ზიდანის აზრით არანაირი აზრი არ აქვს, ამიტომ უელსელმა გუნდი უნდა დატოვოს. ზიზუს აზრით, ბეილის მადრიდული კარიერა, რაც მალე დასრულდება, მით უკეთესია როგორც კლუბისთვის, ასევე თავად მოთამაშისთვის.

ხამესის მადრიდული კარიერა დასრულებულია

ზიდანი არც ხამეს როდრიგესს წყალობს. კოლუმბიელი ფეხბურთელი ახლაც აქტიურად განიხილავს არსებულ წინადადებებს და ზინედინი მას წასვლაში ხელს არ შეუშლის.

თავისუფალი არჩევანი მოდრიჩს

ლუკა მოდრიჩი თავად გადაწყვეტს წავა გუნდიდან 2020 წლის ზაფხულს თუ დაელოდება 2021 წლის ივნისს, როდესაც მას კონტრაქტი ამოეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. ზიდანი პატივს სცემს ხორვატს და თვლის, რომ ყველაფერი თავად ოქროს ბურთის მფლობელმა უნდა გადაწყვიტოს.

„რეალს“ არ სჭირდება სებალიოსი

დანი სებალიოსის მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუმცა ზიდანი მას არ ენდობა. „არსენალში“ განათხოვრებული ფეხბურთელი დიდი ალბათობით, არც მომდევნოს სეზონში დაიცავს „ბლანკოსის“ ღირსებას.

ახალი კონტრაქტი ბენზემას

კარიმ ბენზემასთან დაკავშირებით კითხვები აღარ არის. ზიდანმა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოითხოვა და თანხმობას მიიღო. „რეალი“ კარიმს ხელშეკრულებას 2022 წლამდე გაუხანგრძლივებს, ზიზუს მოთხოვნა 2023 წლამდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კი არ დაკმაყოფილდება.

ახალი კონტრაქტი ისკოს

ისკო ალარკონს „რეალთან“ ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ ზიდანს სურს, რომ ესპანელმა ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი, რომელსაც ვადა 2025 წელს ამოეწურება. იმ დროისთვის ალარკონი უკვე 33 წლის იქნება.

ეს არის ის გადაწყვეტილებები, რომელიც ზიდანმა უკვე მიიღო, თუმცა ზაფხულში „ბლანკოსი“ გაცილებით დიდ აქტივობებს გეგმავს და არ არის გამორიცხული, კოლექტივში სერიოზული ცვლილებები მოხდეს. dle 10.1

  • Hala
  • 20 აპრილი 2020
  • 5722
  • 2

1

20 აპრილი 2020 13:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
ყველა გადაწყვეტილებას მივესალმები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. რამოსის მომავალიც გასაკრვევია და ტრანსფერების საკითხი კიდე

2

20 აპრილი 2020 15:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1944
ბევრი რამე არ მომწონს,მაგრამ მე ვინ მკითხავს???😆😆😆😆😆ბენზემა 2022 წლამდე კი არა,თვის ბოლომდე არ არის გუნდში გასაჩერებელი.😆😆😆ასევე გასაყიდები არიან მოდრიჩი,ლუკას ვასკესი,ორივე დიასი,ნაჩო,სებალიოსი,ოდრიოზოლა,აღარც ხამეს როდრიგესი და ეს ბეილი რატომ გააჩერეს აქამდე თუ გაყიდვას უპირებდნენ???ჩემი აზრით ზიდანი ზაფხულში იუვეში წავა,მოიყვანენ პოჩეტინოს ან მისნაირ სხვა ქინძ მწვრთნელს და რეალი მთლად გაფარჩაკდება მის ხელში.პერესს ვადა აღარ გასდის კაცო???თუ სიკვდილამდეა კლუბის პრეზიდენტი ეს ჩემის კიკოლიკო????😠😠😠😠😠😠😆😆😆😆😆😆😆😆😆😆😆😆😆😆😆😆😆😆😆😆😆😆😆

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)