რონალდომ, მადრიდში ტიტულების მოსაგებად გადმოვედიო

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ნახევარმცველი, კრიშტიანო რონალდო Soccernet-ის ჟურნალისტებს გაესაუბრა. პორტუგალიელის თქმით მისმა პირველმა მადრიდულმა სეზონმა წარმატებით ჩაიარა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ტიტულების მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ არის, გუნდმა გაცილებით მეტს უნდა მიაღწიოს.


"გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემმა პირველმა მადრიდულმა სეზონმა წარმატებით ჩაიარა."

"მადრიდში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ გახვიდე მოედანზე და ითამაშო ნამდვილი ფეხბურთი. თანაგუნდელებს შესანიშნავად ვეწყობი, ასე რომ საწუწუნო არაფერი მაქვს. ვფიქრობ მთლიანობაში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ სამეფო კლუბს გაცილებით მეტი ამბიცია გააჩნია."

"დარწმუნებული ვარ, მადრიდის რეალთან ერთად მრავალი ტიტულის მფლობელი გავხდები (მომავალში)."

"ლა ლიგის მოგება ძალიან გაგვიჭირდება, ჩვენი შანსი მინიმალურია, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. თეორიული შანსი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი რეალობას რამდენად შეესაბამება ვერ გეტყვით."

"დამდეგ უიქენდზე მალაგას ვესტუმრებით. ვფიქრობ, მასპინძელთა ძლევა გაგვიჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის ნებისმიერი სხვა შედეგი არადამაკმაყოფილებლად ჩაითვლება. ასე, რომ ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვებაა."

რონალდომ, "ლიონთან" მატჩიც გაიხსენა...

"ამ შეხვედრის გახსენება არასოდეს არ მსიამოვნებს... ეს იყო მატჩი, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო, ჩვენ ხომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი გავუშვით ხელიდან..."

"მომავალში რა მოხდება არავინ იცის, მაგრამ ერთი რამ ნათელია, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მადრიდის რეალი ტიტულის გარეშე?... ეს ხომ წარმოუდგენელია."

"მე კარგად მახსოვს, ჩემი პირველი ნაბიჯები მანჩესტერ იუნაიტედში. იყო დრო, როცა ფატალურად არ გვიმართლებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში გუნდმა აღმასვლა დაიწყო და უამრავ ტრიუმფალურ გამარჯვებასაც მიაღწია. ვფიქრობ, მადრიდშიც ყველაფერი ანალოგიურად განვითარდება."

და ბოლოს... პორტუგალიელმა ჟოზე მაურინიოს შესახებ ისაუბრა...

"ჟოზე შესანიშნავი მწვრთნელი და საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესინალია. ვფიქრობ, მადრიდის რეალს მაურინიო წარმატებისკენ მიმავალ გზას გაუნათებს, მაგრამ ამჟამად ჩემთვის საუკეთესო მწვრთნელი, მანუელ პელეგრინია. მიუხედავად მისი "მიღწევებისა", ჩილელის პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარება. რაც მთავარია, ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის ჰარმონიული ურთიერთობა სუფევს, დანარჩენი კი თავისთავად მოხდება."


ინფორმაციის წყარო: Soccernet

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)