Defensacentral - „რეალმა“ ალაბას შეძენა 3-ჯერ სცადა

ესპანური Defensacentral იუწყება, რომ მადრიდის „რეალმა“ დავიდ ალაბას შეძენა გასული წლების მანძილზე 3-ჯერ სცადა, მაგრამ ამაოდ.


აღსანიშნავია ერთ-ერთი მოლაპარაკების დეტალები, როდესაც „ბაიერნი“ მოთამაშის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვდა, ფლორენტინო პერესმა კი ამ თანხის გაგების შემდეგ ყოველგვარი მოლაპარაკებები შეაჩერა და გერმანულ მხარეს აცნობა, რომ საკითხი დახურულია.

ახლა ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი. ალაბას კონტრაქტი „რეკორდმაისტერთან“ 2021 წლის ივნისში იწურება, ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება კი ვერ ხერხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანულმა კლუბმა ავსტრიელი მცველი ამ ზაფხულს უნდა გაყიდოს.

ახლა ალაბას ფასი გაცილებით ნაკლებია და „რეალიც“ კვლავ ჩაერთო საქმეში. მადრიდში იმედი აქვთ, რომ მეოთხე მცდელობა წარმატებით ჩაივლის და დავიდი მადრიდისტა გახდება, თუმცა საქმე არც აქ იქნება მარტივად, ვინაიდან მარცხენა მცველზე პრეტენზიას პეპ გუარდიოლაც აცხადებს. dle 10.1

  • Hala
  • 28 მარტი 2020
  • 876
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)