„ბაიერნი“ ალაბას „რეალში“ გაშვებას არ აპირებს

მიუნხენის „ბაიერნი“ დავიდ ალაბას „რეალში“ გაშვებას არ აპირებს. გერმანულ მხარეს რადიკალურად განსხვავებული გეგმები აქვს და განაპირა მცველის „სიტიში“ გაშვებას ისახავს მიზნად...


საქმე იმაშია, რომ „რეკორდმაისტერმა“ ლეროის სანეს ტრანსფერთან დაკავშირებული ინტერესი განაახლა. სანეს გასულ ზაფხულს მიუნხენურ გიგანტთან ახლოს იყო, მაგრამ უმძიმესი ტრავმის გამო „ბაიერნმა“ ის აღარ დაიმატა.

ახლა გერმანულ მხარეს დავიდ ალაბას ჩართვა სწორედ სანეს ტრანსფერში სურს. მიუნხენელები აცნობიერებენ, რომ ალაბას დარჩენის შანსი აღარ არის, სწორედ ამიტომ სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს, რომელიც ავსტრიელის პრემიერლიგაში გადასვლას ეხება.

„ქალაქელებს“ დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემა აქვს, სათანადო დონეზე ვერც ბენჟამინ მენდი გამოდის და ვერც ზინჩენკო, ალაბას დამატების შემთხვევაში კი ეს პრობლემა მოგვარდება. საქმეს ისიც ამარტივებს, რომ დავიდს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს პეპ გუარდიოლასთან.

ახლა გადავიდეთ ხელისშემშლელ გარემოებებზე, რაც ხელს სამეფო კლუბს აძლებს. მანჩესტერულ გრანდს ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის პრობლემა აქვს. მომდევნო 2 წლის განმავლობაში „სიტი“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე სანქციის გამო ვერ ითამაშებს, რაც შეიძლება გახდეს შემაფერხებელი ფაქტორი და ალაბამ ინგლისში გადასვლაზე უარი განაცხადოს. dle 10.1

  • Hala
  • 28 მარტი 2020
  • 771
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)