მადრიდის „რეალი“ ახალ რონალდოს ყიდულობს!

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალი“ „ახალ რონალდოს“ ყიდულობს. საქმე ეხება 19 წლის ფორვარდს, მარკუს პაულოს, რომელიც „ფლუმინენსეს“ ღირსებას იცავს და ადგილობრივ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება.


პაულო ძალიან დიდი პერსპექტივის მქონე ფეხბურთელად ითვლება. გავრცელებული ინფორმაციით, მარკუსზე ინტერესი უკვე გამოაცხადეს „მილანმა“, „დორტმუნდმა“ და „ჰოფენჰაიმმა“.

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის სკაუტები საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ ბრაზილიაში, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ უკვე „ბლანკოსს“ ეკუთვნიან მილიტაო, რეინიერ ჟესუსი, როდრიგო გოეში და ვინისიუს ჟუნიორი.

მადრიდში თვლიან, რომ მარკუს პაუოლოს კანდიდატურა ხელიდან გასაშვები არ არის, თანაც ამ ფეხბურთელის ფასი მაქსიმუმ 15 მილიონი ევრო იქნება, ვინაიდან 1 წელიწადში კონტრაქტი ეწურება, ახალ ხელშეკრულებას კი ხელს არ აწერს.

მარკუსს ახალ რონალდოსაც უწოდებენ, ის მუდმივად ბურთის კარში გატანაზეა ორიენტირებული და რა თქმა უნდა სხვადასხვა მიმართულებით განვითარების შანსი აქვს. ამ ეტაპზე ფეხბურთელის სიმაღლე 186 სანტიმეტრია და მეორე სართულზეც ბრწყინვალედ იბრძვის.

იხილეთ ვიდეო, რათა უკეთესი შთაბეჭდილება შეგექმნთ ფეხბურთელზე

dle 10.1

  • Ramos
  • 25 მარტი 2020
  • 12248
  • 4

1

25 მარტი 2020 15:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 775
რაის რონალდოო დაჟეე ვიდეოშიც არმომეწონაა და ამისთამაში რაიქნება ვაფშეე დდ

2

25 მარტი 2020 16:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
რონალდო რატომ დაარქვეს ვერ გავიგე, ზანტი ჩანს, მაგრამ გოლის ალღო აშკარად აქვს.

3

25 მარტი 2020 20:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 775
ციტატა: Batumski
რონალდო რატომ დაარქვეს ვერ გავიგე, ზანტი ჩანს, მაგრამ გოლის ალღო აშკარად აქვს.

ვიდეოებიდანაც არმომეწონა იმდენად ზანტიაა და მძორიი

4

26 მარტი 2020 16:22

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ნეტა ედენაზარს არ დაემსგავსოს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)