როდის გაიტანა „რეალმა“ ბოლო საჯარიმო დარტყმა?

კრიშტიანუ რონალდუს „რეალიდან“ გადაბარგების შემდეგ, გუნდს სერიოზული ჩავარდნა აქვს რამდენიმე კომპონენტში.


კვირას, სამეფო კლუბი „ბენიტო ვილიამარინზე“ ბრუნდება, სადაც მათ უკანასკნელი გოლი გაიტანეს საჯარიმო დარტყმით.ეს მოხდა 2019 წლის 13 იანვარს, როდესაც დანი სებალიოსნმა ზუსტად გაისროლა მეტოქის კარში.

აღნიშნულის შემდეგ, ზიდანის შეგირდებმა 27-ჯერ სცადეს სტატიკური პოზიციიდან მოწინააღმდეგის დამწუხრება, თუმცა უშედეგოდ.დედაქალაქელები ამ მაჩვენებლით „ოსასუნასა“ და „მალიორკას“ უტოლდებიან, ხოლო ყველაზე მეტი საჯარიმო გოლი „ბარსელონას“ ანგარიშზეა.კატალონიელების 68 მცდელობიდან 8 გამოდგა შედეგიანი.

რაც შეეხებათ ისევდაისევ მადრიდელებს, მიმდინარე ფორმაციის „რეალში,“ მხოლოდ ექვსია ისეთი მოთამაშეების რაოდენობა, რომლებმაც სხვადასხვა წლებში მოახერხეს სტანდარტული მდგომარეობის გამოყენება - ბეილი (3 გოლი და სმაივე 2015 წელს), ხამმესი (3 გოლი), რამოსი, ვარანი, ნაჩო და ასენსიო (თითო-თითო გოლი).

საგულისხმოა, რომ პენალტების შესრულების ასპექტში, კაპიტანმა სრულფასოვნად შეცვალა კრიშტიანუ.

MARCA dle 10.1


1

7 მარტი 2020 16:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 436
ვეღარც რონალდოს გაქონდა ბოლო წლებში მაგრამ მაინც არავის არტყმევინებდა, ეხლა რამოსი აკეთებს იგივეს, კროოსი მოდრიჩი ისკო აზარი ყველა შეასრულებს რამოსზე უკეთესად

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (53)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)