ზიდანმა ევროპული გრანდისგან ახალი შეთავაზება მიიღო

ესპანური გამოცემა ფრიად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.


Mundo Deportivo-ს ცნობით, „იუვენტუსი“ ახალი მწვრთნელის ძიებაშია.იტალიელები უკმაყოფილონი არიან მაურისიო სარის მუშაობით და სეზონის დასრულების შემდეგ მის გადაყენებას აპირებენ.ანდრეა ანიელის (კლუბის პრეზიდენტი) სურვილია, რომ ტურინელთა სადავეები პეპ გვარდიოლას ჩააბაროს, მაგრამ ესპანელი სპეციალისტის გეგმებში „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლა არ შედის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სერია ა-ს ტრიუმფატორები სათადარიგო ვარიანტს განიხილავენ, ზინედინ ზიდანის სახით.მათი შეხედულებით, პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით, ფრანგსა და ფლორენტინო პერესს არცთუ ისე სახარბიელო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ და შესაბამისად, მისი „რეალიდან“ წასვლის საკითხი, შედარებად მარტივად მოსაგვარებელია.

„ბებერი ქალბატონი“ მზად არის წლიური ხელფასის სახით 8 მილიონი ევრო გადაუხადოს ზიდანს და შემადგენლობაში კრიშტიანუ რონალდუ დაახვედროს, რომელთან ერთადაც ზედიზედ 3 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.

ზიდანის მოქმედი ხელშეკრულება სამეფო კლუბთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა ამ ზაფხულს მისი დარღვევის შემთხვევაში, მწვრთნელს დამატებითი ჯარიმები არ დაეკისრება. dle 10.1


1

7 მარტი 2020 09:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
საიდან მოიტანეს არც თუ ისე სახარბიელო ურთიერთობა, პერესი დაჩოქილიიხვეწებოდა დაბრუნდიო

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (358)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)