მენდისა და მოდრიჩს „ბეტისთან“ სასტარტოში ელოდებიან

ზინედინ ზიდანი „ელ კლასიკოს“ შემდეგ შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს გააკეთებს...


ფრანგი სპეციალისტი აპირებს, რომ „ბეტინო ვილამარინზე“ ლუკა მოდრიჩი და ფერლან მენდი სასტარტო შემადგენლობაში განამწესოს.

ცნობილია, რომ ფრანგი მარცხენა მცველი მარსელოს ჩაანაცვლებს, მაგრამ რის ხარჯზე მოხდება ლუკიტას მოედანზე გასვლა და მიეცემა თუ არა ტონი კროოსს დასვენების საშუალება ჯერ-ჯერობით უცნობია.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე სეზონში კროოსის ძალიან დიდ დატვირთვას იღებს და პერიოდულად მისთვის სათამაშო დროის შემცირება ოპტიმალური გამოსავალი იქნება.

გერმანელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 32 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 2633 წუთი ფიქსირდება და ამ მაჩვენებლით იმ მოთამაშეებს შორისაა, ვინც მოედანზე ყველაზე დიდ დროს ატარებს.

იგივე მოდრიჩს კროოსთან შედარებით გაცილებით მოკრძალებული შედეგი აქვს, ხორვატის ანგარიშზე 29 მატჩი ირიცხება, თუმცა წუთობრივი მაჩვენებელი 1826-ია და გაცილებით ჩამოუვარდება ტონის სათამაშო დროს. dle 10.1

  • Hala
  • 6 მარტი 2020
  • 797
  • 1

1

6 მარტი 2020 18:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1947
მოდრიჩი დროა პენსიაზე გავიდეს და მის ადგილას რეგილონი დააყენონ ბოლოს და ბოლოს.კროოსი კი ჯერ ისევ საჭიროა,სანამ სხვა უკეთესს მოიყვანს პერესი.აი,თავდასხმაში კი ყველაზე ძალიან გვიჭირს და მას უნდა ყველაზე დიდი ყურადღების მიქცევა.მბაპე და ჰოლანდია საჭირო აუცილებლად.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)