სავიომ „რეალის“ ბრაზილიელები შეაფასა

ბრაზილიელმა სავიო ბორტოლინიმ, რომელსაც სამეფო კუბთან ერთად სამი ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, თანამემამულე მადრიდელებზე ისაუბრა.


- ჯერ კიდევ საუბრობენ „ელ კლასიკოში“ ვინისიუსის თამაშზე...
- რა თქმა უნდა. ნელ-ნელა ვინისიუსი იხსნება და მეტად თავდაჯერებული ხდება.ის ახალგაზრდაა, თუმცა ხარისხი აქვს და რაც მთავარია ინდივიდუალურობა.მისმა გოლმა დიდი სიხარული მომანიჭა.

- ის მხოლოდ მომენტის დამაგვირვინებელ ფაზაში მოიკოჭლებს.როგორ ფიქრობთ, შეძლებს ამ კომპონენტის გაუმჯობესებას?
- ცხადია.მე მას „ფლამენგოდან“ დაწყებული ვაკვირდებოდი, თუ როგორ მოიპოვა პირველი შემადგენლობის საგზური 17 წლის ასაკში.ეს იოლი სულაც არ არის.მას არასოდეს უთამაშია 20 წლამდელთა გუნდში, რომელიც ფეხბურთელის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.ვინი 100 პროცენტით ჩამოყალიბებული არ იყო, როდესაც „რეალში“ გადაბარგა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თანდათანც ცდილობს დარტყმისა და ბოლო პასის გაუმჯობესებას.ამასთანავე, მისი განვითარება მოხდება ტაქტიკური თვალსაზრისითაც.

- რაც შეეხება მოთმინებას... გავიხსენოთ მისი ცრემლები „ოსასუნასთან“ გოლის გატანის შემდეგ...
- ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ვსაუბრობთ 18 წლის ბავშვზე, რომელიც ისეთ გიგანტში გადავიდა, როგორიც „რეალია.“ ჩვენ მოთმინება გვმართებს.მისი ცრემლები სწორედ ზეწოლის დამსახურებაა.ვინისიუსს აქვს ხასიათი ითამაშოს მადრიდში და დროდადრო ამის გამოვლენა ხდება. „სანტიაგო ბერნაბეუს“ პუბლიკას ძალიან მოსწონს ახალაგზრდა ფეხბურთელი და არ ვფიქრობ, რომ მან რამე უნდა შეცვალოს.თითქმის ანალოგიურ სიტუაციაში ვიყავი მეც.მიუხედავად ყველაფრისა, სასტიკად არ მინდოდა სტილის შეცვლა.

- რას გვეტყვით რეინიერზე?
- მან მოკლე პერიოდში დაამტკიცა, რომ საინტერესო ფეხბურთელია.განვლილ სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა „ფლამენგოს“ ექსპერიმენტალურ გუნდში.მისი გოლები და მნიშვნელოვანი პასები შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

- ის კაკას არ გაგონებთ?
- არ მიყვარს ფეხბურთელების შედარება, თუმცა ამ შემთხვევაში ვიტყვი, რომ რეინიერი მართლაც ჰგავს კაკას.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)