ვალვერდესა და კაზემიროს სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

მიმდინარე სეზონში გუნდის წარმატების გასაღები ნახევარდაცვაშია.


„სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბარსელონას“ დამარცხებაშიც, სწორედ ლომის წვლილი შეიტანეს ზიდანის შუახაზელებმა.ესოდენ მნიშნელოვან და პრინციპულ დაპირისპირებაში, კროოსმა ორგანიზატორის ფუნქცია მოირგო, ვალვერდე ხაზებს შორის ბურთის მოძრაობას აკონტროლებდა, ხოლო კაზემირომ, როგორც ყოველთვის, იდეალური ბალანსი შექმნა მოედანზე.

მადრიდელების წარმატებული მატჩი და ზოგადად სეზონი თვალთახედვიდან არ გამორჩენია Transfermarkt-ს.შესაბამისად, ურუგვაელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 50-დან 60 მილიონ ევრომდე გაიზარდა, ხოლო ბრაზილიელის 70-დან 80-მდე, ხოლო რაც შეეხება გერმანელს, ის 60 მილიონადაა შეფასებული.საერთო ჯამში „რეალს“ 200 მილიონიანია ნახევარდაცვა ყავს, რაც პრიმერა დივიზიონის მასშტაბით უპრეცედენტო ციფრია, ვინაიდან „ატლეტიკოს“ მოედნის ცენტი 160 მილიონს (საული - 90 მლნ. ტომასი - 50, ერერა - 20) უტოლდება, ხოლო „ბარსელონას“ 140-ს (დე იონგი - 90 მლნ. ბუსკეტსი - 35, ვიდალი - 15).

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ედენ აზარის სატრანსფერო ფასი 120 მილიონიდან 100-მდე შემცირდა, ხოლო ედერ მილიტაოს 45-დან 40 მილიონამდე.

ცნობისათვის, ჯერ კიდევ სეზონის სტარტზე, ფედერიკოს შესაძლებლობები 20 მილიონ ევროდ იყო შეფასებული.

AS dle 10.1


1

6 მარტი 2020 10:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
De iongi da sauli 90 da cazemiro da valverse 60,70😀😀😀

2

6 მარტი 2020 11:12

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რა იდიოტობაა სადმე სხვა კლუბში რო თამაშობდნენ 150 მილიონს დაადებდნენ, და პოგბა ღირს მარტო 200 მილიონი? ტფუი

3

6 მარტი 2020 11:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4886
რა სისულელეა, კაზე რომელიც 6 წელია თავის პოზიციაზე ყველას იხევს და თან რეალის ნახევარდაცვის უდავო ლიდერია, 70 მილიონი ღირს და საული 90? მინიმუმ 200 მილიონი ღირს და მაგ ფასადაც არ უნდა გაუშვა.
ვალვერდე 21 წლისაა, უპერსპექტიულესი, შემდგარი ვარსკვლავი, ნახევარდაცვია აღმოჩენა ჩამშლელის და შემტების ყველანაირი თვისებით და 60 მილიონი? კიდევ კარგი 700 მილიონი ადევს გამოსასყიდათ. რა სი.რული შეფასებებია.

4

6 მარტი 2020 12:41

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამ ფასებს როგორც ვიმედოვნებ კაზემიროც და ვალვერდეც ნახავს და მოტივაცია გაეზრდებათ უსამართლობის გამო 😄😄😄 პოზიტივი ყვლაფერში

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (84)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)