გაიტალიელებული ზიდანი!

ზინედინ ზიდანს არაერთხელ უთქვამს, რომ მარჩელო ლიპი მისი ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია. იტალიელმა სპეციალისტმა 1996/99 წლებში შექმნა „იუვენტუსი“, რომელსაც დაცვაში ბადალი არ ჰყავდა, თუმცა საოცარი ტრანსფერებისა და ტურინში დელ პიეროსა და ზიზუს პოზიციების გაძლიერების შემდეგ „ბებერი ქალბატონი“ ყველა რგოლში ძლიერი გახდა.


ფაქტია, რომ ზიზუს „რეალი“ მიმდინარე სეზონში დაცვაში საოცრად თამაშობს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს „ბლანკოსის“ კოზირი სწორედ დაცვაა და არა წინა ხაზი, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს.

მხოლოდ შიდა ჩემპიონატში „რეალმა“ 26 მატჩიდან 13-ჯერ კარი მშრალად შეინახა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი მატჩების 50%-ში გოლს არ უშვებს.

ის, რომ დღეს „ბლანკოსი“ ლა ლიგის ცხრილს 56 ქულით ლიდერობს სწორედ დაცვის დამსახურებაა და არა ეფექტური თავდასხმის, რომლითაც ზიდანი წლების მანძილზე იწონებდა თავს.

„რეალი“ ხშირად უშვებდა გოლებს, მაგრამ ორჯერ და სამჯერ მეტს იტანს, რის ფონზეც არნახულ სტატისტიკას აფიქსირებდა და ტიტულებსაც იგებდა.

ზიდანი სეზონის სტარტზე მიხვდა, რომ შეტევა მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა ვერ იქნებოდა და გუნდი გადააწყო. დღეს იტალიურ სტილში, თუმცა შეტევაში მაინც ეფექტურად მოთამაშე სამეფო კლუბი იშვიათ ფეხბურთს გვიჩვენებს და პრაგმატულობის ხარჯზე შედეგსაც აღწევს.

დღევანდელი „რეალის“ დიდი კოზირი კაზემირო გახლავთ, თუმცა არ შეიძლება არ დავინახოთ ფედერიკო ვალვერდეს თავგანწირული თამაში, რომელიც მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობის მოთამაშედ იქცა და მოედანზე უკვე 2 000 წუთზე მეტის გატარება მოახერხა. სამხრეთ-ამერიკული დუეტი მეტოქე გუნდის შემტევებს ყოველთვის დიდ პრობლემებს უქმნის და სამეფო კლუბის კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. dle 10.1

  • Ramos
  • 4 მარტი 2020
  • 1887
  • 1

1

4 მარტი 2020 22:36

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Isev jobia 5 gavitanot da 3 mivigot :/

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)