შეუჩერებელი რამოსი

სერხიო რამოსი თავის საუკეთესო სეზონს ატარებს მადრიდის რეალის შემადგენლობაში.


ფერნანდო იეროს წასვლის შემდეგ, 2005 წელს მადრიდის რეალის ხელმძღვანელობამ ლეგენდარული ფეხბურთელის რეკომენდაციით შეიძინა სერხიო რამოსი და სამეფო კლუბის ყოფილი კაპიტნის ნომერიც გადასცა. 24 წლის ანდალუსიელმა გულშემატკივრის და ხელმძღვანელობის იმედები გაამართლა და წინა ტურში მან ბლანკოსის შემადგენლობაში მეორასე მატჩი ჩაატარა.

სერხიო რამოსის დებიუტი 2003 წელს შედგა სევილიას შემადგენლობაში, ის ჯერ კიდევ 17 წლის იყო, მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში იგი იცავდა სევილიას ღირსებას, ხოლო მას შემდეგ რაც 19 წლის გახდა მადრიდის რეალში გადაბარგდა.

სამეფო კლუბის 4-იანი, ყოველთვის შესანიშნავად თამაშობს არ აქვს მნიშვნელობა დაცვის ცენტრში ირჯება თუ მარჯვენა ფლანგზე. სერხიო შესანიშნავად ართმევს თავის დაკისრებულ მოვალეობას და მოწნააღმდეგესათვის გაუვალი კედელი არის, თუმცა ამასთან ერთად ის შეტევაში წასვლასაც ახერხებს. მიმდინარე სეზონში მან 32 შეხვედრა დაიწყო ძირითად შემადგენლობაში და 4 გოლი გაიტანა (სულ მას 22 გოლი აქვს გატანილი ლა ლიგაში მადრიდის რეალის მაისურით). ამ ბურთებიდან სამი თავით "შეაგდო", ერთი კი ფეხით, ამას გარდა მის ანგარიშზე სამი საგოლე გადაცემაა.

რამოსმა პირველ "მადრიდულ" სეზონში, მეტოქეს ბურთი 227 - ჯერ აართვა, მიმდინარე სეზონში კი 280-ჯერ, ამას გარდა 2005/06 სეზონში რამოსმა 1,190 ზუსტი პასი გაკეთა. მიმდინარე სეზონში კი - 1,600. ნათელია, რომ ფეხბურთელი ყოველ წელს უმატებს.

რამოსმა ოსასუნასთან მეორასე მატჩი ჩაატარა და იგი გახდა მეხუთე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც 200 მატჩის ჩატარება მოახერხა ლა ლიგაში, მან ამ შედეგს 24 წლის ასაკში მიაღწია, ხოლო სათავეში მადრიდის რეალის კაპიტანი რაულ გონსალეს ბლანკოა, რომელმაც იგივე რაოდენობის მატჩი 22 წლის ასაკში ჩაატარა.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)