რა რეაქცია ჰქონდა რონალდუს „რეალის“ გოლზე? [ვიდეო]

როგორც იცით, განვლილ „ელ კლასიკოს“ „სანტიაგო ბერნაბეუს“ ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს კრიშტიანუ რონალდუ.


პორტუგალიელი მეგა-ვარსკვლავი და „რეალის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 90 წუთის განმავლობაში ქომაგობდა ყოფილ თანაგუნდელებს.მეტიც, 15 წუთიანი შესვენების დროს, „ელ ფერარი“ სამეფო კლუბის გასახდელშიც იმყოფებოდა, სადაც ფეხბურთელები ერთგვარად დამუხტა მეორე ტაიმის წინ, რამაც შედეგი ნამდვილად გამოიღო.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორი ემოციები ჰქონდა კრიშტიანუს „ბლანკოსის“ გოლებზე.

dle 10.1


1

2 მარტი 2020 11:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
მატჩის საუკეთესო კაზემირო იყო ვალვერდესთან ერთად, ცხენივით დარბოდნენ მთელი თამაში რა ჩაშლა რა პრესინგი :)) ✌️✌️
მარსეც ძაან კაი იყო, მაგრამ ეტყობა რომ მაინც არაა საუკეთესო ფორმაში. კარვამ დაგლიჯა, რაც სირიასთან ძღრენი ჭამა სეპარატისტებთან ამოიღო :))
აშკარად ჩანს რომ გუნდს აკლია ფლანგის მაღალკვალიფიციური შემტევები. საოცრება იქნება თუ მბაპე ვიყიდეთ და აქეთ აზარი იქნა იქით მბაპე. ავიკლებთ ყველას ამ შემთხვევაში.
ნახევარდაცვა კვლავ საუკეთესოა. კროოსი კაზე ვალვერდე ისკო ძალიან მაგარი შუახაზია. მხოლოდ ჩანს დე ბეკი ოდეგარი ან პოგბაა საჭირო, ერთერთი და ზე იდეალური ნახევარდაცვა იქნება შემდეგი 5-6 წელი.
მარჯვნივ ჰაკიმი კარვა, მარცხნივ მენდი მარსელო, და აფრიკას მაგივრად ლუნინგი.
სასწაული გუნდი შეიკვრება ისევ თუ მბაპე მოვიდა და აზარი არ დაიტანჯა კვლავ ტრამვებით. გუშინ ვინ რამდენი შეტევა დაკარგა, აზარი სისხლს გაუშრობდა სემედუ პიკეს. დარწმუნებული ვარ 2-3 გოლს გავიტანოთ აზარი რომ ყოფილიყო.
არ შეიძლება არ აღვნიშნო რომ კურტუამ დაგლიჯა. ძაან მაგრად ითამაშა

2

2 მარტი 2020 11:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1385
ეჰ სად მიდიოდი შე კაცო? შენც გენატრება რეალი და ჩვენც ძალიან გვაკლიხარ :((

3

2 მარტი 2020 13:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გუშინდელ კლასიკოს სანტიაგო ბერნაბეუზე კრიშტიანო რონალდოც დაესწრო. იგი თავის ყოფილ გუნდს ემოციურად გულშემატკივრობდა. ამ ფაქტმა, ბუნებრივია, პრესაში წარმოშვა მითქმა-მოთქმა, რომ კრიშტიანოს რეალში დაბრუნება სურს.

უფრო მნიშვნელოვანი იყო ედუ აგირეს, კრიშტიანოს მეგობრის და ნდობით აღჭურვილი პირის განცხადება. მან 'ელ ჩირინგიტოსთან' თავის ინტერვიუში აღნიშნა, რომ კრიშტიანოს რეალში დაბრუნება ნამდვილად სურს და მისთვის სანტიაგო ბერნაბეუზე სტუმრობა ძალიან ემოციური იყო. მან იქვე ისიც აღნიშნა, რომ კრიშტიანო პროფესიონალია და მთლიანად იუვენტუსზეა კონცენტრირერბული, თუმცა მომავალში არავინ იცის რა მოხდება.

აღსანიშნავია, რომ ესპანური წყაროები რეალის ფეხბურთელებზე დაყრდნობით კრიშტიანოს მადრიდში დაბრუნების სურვილზე ზამთარშიც წერდნენ, როდესაც ოქროს ბურთის დაჯილდოების შემდეგ რონალდომ ყოფილ თანაგუნდელებს შესჩივლა, რომ მადრიდში დარჩენის შემთხვევაში კიდევ ორ ოქროს ბურთს მოიგებდა.

რონალდოს იუვესთან კიდევ ორი წელი აქვს კონტრაქტით დარჩენილი.

4

2 მარტი 2020 14:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1947
ეხ,რონი. ..რონი....შენ ერთადერთი და განუმეორებელი იყავი.შენ ვერავინ შეგცვლის.თუმცა შეიძლება მბაპემ მოახერხოს ეს.ნუ,ვნახოთ.....💪💪💪🖒🖒🖒🖒👏👏👏👏👏

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (380)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)