ზიდანი: „ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით“

„ელ კლასიკოს“ მოგების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


„ვფიქრობ, მოგებას ვიმსახურებდით, ვინაიდან როგორც დაცვით, ასევე შეტევით ასპექტებს დიდებულად გავართვით თავი.პირველ ნახევარში ცოტათი მოვიკოჭლებით პრესინგის კომპონენტში, თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი მწყობრში ჩადგა.შეიძლება ითქვას, მტკივნეული დარტყმა მივაყენეთ მეტოქეს.საკმაოდ რთული კვირა გამოდგა და შესაბამსიად გამარჯვებაც მეტად ნიშანდობლივია.მოპოვებული 3 ქულის შედეგად სატურნირო ცხრილს ჩავუდექით სათავეში.ჯერ არაფერი დასრულებულა, ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.“

„გუნდმა ძალიან კარგად იასპარეზა და უზომოდ გახარებულნი ვართ.ვამაყობ შეგირდებით, ნამდვილად არ იყო ადვილი აღნიშნული მატჩში წარმატების მიღწევა.პირველი რიგში ჩვენს მიზანს წარმოადგენდა საიმედო თამაში უკანა ხაზში და პარალელურად, გოლის გატანაზე ფიქრი.მეორე 45 წუთი მთლიანად ჩვენი კარნახით წარიმართა.არაერთი მომენტი შევქმენით, თუმცა მხოლოდ ორის გარდამქნა შევძელით გოლად.რაც მთავარია კარი მშრალად შევინახეთ, რაშიც ლომის წვლილი კურტუას მიუძღვის.ჩვენ გუნდური პრინციპით დავიბევეთ გამარჯვება.“

„ვინისიური შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.მან მეტად მნიშვნელოვანი შედეგიანი დარტყმა განახორციელა მეტად მნიშვნელოან შეხვედრაში.ამასთანავე, ფასდაუდებელი იყო მისი ღვაწლი თავდაცვის დროს, ვინაინად მარსელოს დიდად ეხმარებოდა მოწინააღმდეგე ფეხბურთელების განეიტრალებაში.ბრაზილიელს უსაზღვრო ტალანტი აქვს, თუმცა ჯერ ახალაგზრდაა და ხშირად ატყდება თავს კრიტიკა, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება - ის მადრიდის „რეალში“ ასპარეზობს.“

„ცხადია, მოგების წყალობით ჩვენ მორალური განწყობა ამაღლდა.აღნიშნული 3 ქულა, მიმდინარე კვირაში თავდაუზოგავი შრომისა და ვარჯიშის ნაყოფია.ვიცოდით, რომ შეგვეძლო ნაყოფიერი ბურთაობა შეგვეთავაზებინა მეტოქისთვის და ასეც მოვიქეცით. „ბარსელონა“ უხერხული გუნდია, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დამსახურებულად დავამარცხეთ.“

„კურტუა მთელი სეზონის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზეა.მისმა დამაჯერებელმა თამაშმა სიმშვიდე შეგვმატა.ტიბოს დიდებული მოგერიებები გარდამტეხი გამოდგა.“

,,რონალდუს ბერნაბეუზე გამოჩენა ძალიან სასიამოვნო იყო"

„მარიანო დიასი რიგით მესამე ფორვარდია ამ ფორმაციის „რეალში.“ მისი სათამაშო დრო საკმაოდ მწირია, თუმცა შანსი მიიღო და გამოიყენა.მოხიბლული ვარ მისი გოლით.რა თქმა უნდა, ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია.“

„ისკოს შესანიშნავ გოლამდე ძალიან ცოტა დააკლდა.შტეგენმა კარგი სეივი გამოაცხო.“

„ვეცდებით, მაქსიმალურად მომზადებულნი შევხდეთ „მანჩესტერ სიტისთან“ განმეორებით დაპირისპირებას, თუმცა მანამდე პრიმერა დივიზიონის ეგიდით რამდენიმე თამაში უნდა ჩავატაროთ.დღევანდელმა გამარჯვებამ ცხადყო, რომ გასახდელში ყველაფერი რიგზეა.ინგლისელებთან 78 წუთი ნაყოფიერად ვაგორებდით ბურთს, თუმცა მაინც წავაგეთ, ხოლო „ბარსელონასთან,“ ბოლომდე მივიყვანეთ დაწყებული საქმე.რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება შემდეგ ეტაპზე გასვლა, მაგრამ მაქსიმალურად ვიბრძოლებთ.“

RealMadrid.Com dle 10.1


1

2 მარტი 2020 12:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 249
შენზე მაგრა თუ ვინმემ იცოდეს ეს სპორტი თავი მომჭერით)

2

2 მარტი 2020 14:29

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ZinedineZidaneZizou
შენზე მაგრა თუ ვინმემ იცოდეს ეს სპორტი თავი მომჭერით)

👍👍👍

3

2 მარტი 2020 14:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1993
ზიზუ აღარასოდეს დაგიძახებ ნაბიჭვარ არაბს.შენ ლეგენდა იყავი ფეხბურთელობის დროს,ლეგენდა ხარ მწვრთნელის რანგშიც და ლეგენდად დარჩები ყოველთვის.merci beaucoup zizou...🖒🖒🖒🖒🖒👏👏👏👏

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)