რამოსი: „ძალიან გვინდოდა მათი გახარება“

სერხიო რამოსმა „ბარსელონასთან“ მოგებული მატჩი შეაფასა.


„„ელ კლასიკოში“ გამარჯვების მოპოვება მეტად პოზიტიური მოვლენაა.კვირის დასაწყისში „მანჩესტერ სიტისთან“ მარცხმა ძალიან დაგვწყვიტა გული და გვინდოდა, რომ „ბარსელონას“ დამარცხებით გაგვეხარებინა გულშემატკივრები.დიდებული საღამო გამოდგა - გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში და ამასთანავე, კარის მშრალად შენახვა მოახერხა.ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და რაც შეიძლება მეტი ქულის დაბევება.“

„მატჩის მიწურულს მეტოქეს დავუთმეთ სადავეები და ჩვენ მთლიანად თავდაცავზე გადავერთვეთ.არ ვიცი, ეს რამდენად საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, თუმცა ფაქტია, რომ შედეგი დავდეთ.ისინი აგორავებდნენ ბურთს, მაგრამ მომენტების შექმნა ვერ მოახერხეს.მთავარია, როდესაც კატალონიელებს ეპაექრები, მათი არ უნდა გეშინოდეს.“

„როგორც ყოველთვის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გულმხურვალე ქომაგობა მეტად დაგვეხმარა.ჩვენ ძალიან გვინდოდა მოგება.“

„ნამდვილად გამოსარჩევია მატჩის მეორე ნახევარი.მოწინააღმდეგეს მაღალი პრესინგი შევთავაზეთ და უკვე იმათ ნახევარზე ვცდილობდით ბურთის დაბრუნებას.აღნიშნულის წყალობით არა ერთი სახიფათო მომენტი შევქმენით და გავიტანეთ 2 გოლი.“

„რა თქმა უნდა, შეცდომები ყოველთვის იქნება, თუმცა საჭიროა სწორი ანალიზი, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული.ჩვენ ვართ კოლექტივი, რომელიც ყოველთვის გაუმჯობესებაზე ფიქრობს.“

„მესის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.მე, კაზემირო და მარსელო საკმაოდ მჭიდროდ ვეთამაშებოდით არგენტინელს.ვფიქრობ, ჩვენ საუკეთესოდ წარმოვაჩინეთ დაცვითი შესაძლებლობები „ბარსელონას“ წინააღმდეგ.“

RealMadrid.Com dle 10.1


1

2 მარტი 2020 10:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 305
აუ პიკე რა არა ადამიანიააა აიი ძალიან დაბალი დონეაააა ჩვეულებრივიიი განდონიააააა გასაგებად რომ ვთთქვათ🤗 გაგედოოო შაკირას და შენ ერთად დიდი მადრიდული გიგანტის წვეტიანი ადგილი???😘😘😘😘 რა ბოღმაა ტიპი რა კომენტარი გაააკეთაა ნახეთ😁 არაუშავრს შოკშიააა ლომი და დააწყნარდება ტელევიზორს დაამტვრევს და😅

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (259)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)