„სანტიაგო ბერნაბეუზე ვულკანი ამოიფრქვევა

მადრიდის „რეალში დარწმუნებულნი არიან, რომ ადგილობრივი გულშემატკივრები გადამწყვეტ როლს ითამაშებენ „მანჩესტერ სიტისთან“ ესოდენ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში.


მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ბოლოდროინდელი შედეგები (ლა ლიგის მასშტაბით) არცთუ ისე შთამბეჭდავია, ქომაგებში დიდი ენთუზიაზმი სუფევს, ვინაიდან „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ხომ ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება.

მადრიდისტები დიდებულ ატმოსფეროს პირდებიან საყვარელ ფეხბურთელებს.ისინი ჯერ საშინაო არენის მისადგომებთან დახვდებიან კლუბის ავტობუსს და გარკეული წარმოდგენით გაამხნევებენ მოთამაშეებს, ხოლო შემდეგ უკვე ტრიბუნიდან 90 წუთის განმავლობაში ძალისხმევას არ დაიშურებენ.

არანაკლები სურათი იქნება კვირასაც, როდესაც „რეალი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს.„ბერნაბეუ“ სრულიად აანალიზებს შექმნილ სიტუაციას და მზად არის შემადგენლობის მე-12 წევრის ამპლუა ღირსეულად მოირგოს.

რა თქმა უნდა, ზ/ხსენებული მატჩების ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, ვულკანის ამოფრქვევას დაველოდოთ ესპანეთის დედაქალაქში.

Ya nada mas, Hala Madrid !!! dle 10.1


1

26 თებერვალი 2020 16:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 249
მონსტრმა ცენტრმა უნდა თქვას თავისი თორე წინ არავის იმედი არ მაქვს :) ისევ ბენზემა ჯობიაერთად აღებულ ყველა შემტევს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)