Who needs Ronaldo?

„Who needs Ronaldo?“ - ალბათ, ყველას გახსოვთ ასეთი ბანერი ამერიკაში, სადაც სამეფო კლუბი წინასასეზონო ტურნეს ატარებდა.


დიდი ალბათობით, სამეფო კლუბის ქომაგების 1 პროცენტით არ იზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს მსგავსად, ეს უბრალოდ მისი პრობლემაა.

პორტუგალიელი ფეხბურთელის ტურინში გადაბარგების შემდეგ, „რეალმა“ 93 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 21 შემთხვევაში მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა.უფრო დეტალურად, მადრიდელებმა მატჩების 23 პროცენტში უგოლოთ დატოვეს მოედანი, ხოლო როდესაც დიდებული კრიშტიანუ ესპანური გრანდის ღირსებას იცავდა, მოცემული მაჩვენებლის პროცენტულობა 8-ს შეადგენდა.მისი მონაწილეობით, „ბლანკოსმა“ 438 პაექრობიდან, მხოლოდ 36-ჯერ დატოვა მოწინააღმდეგე მშრალად.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, განვლილ უქმეებზე, პრიმერა დივიზიონში გატანილი გოლების კომპონენტში, „ბარსელონამ“ პირველად გადაუსწრო „რეალს.“ მათი მონაგარი უკვე 6151 ბურთს შეადგენს, რაც ერთით მეტია დედაქალაქელების შედეგიანობაზე.საინტერესოა, რომ როდესაც რონალდუმ მადრიდის დატოვა, მაშინ, „თეთრები“ 42 ბურთიანი ჰანდიკაპით უსწრდებნენ „კულეებს,“ თუმცა მისი წასვლის შემდეგ, ყველაფერი თავდაყირა დადგა და ალბათ, ბედის ირონიაა, რომ ამ ეტაპისათვიის, „შვიდიანის“ აქტივში სერია ა-ს მასშტაბით, სწორედ 42 შედეგიანი დარტყმა ირიცხება.

ცნობისათვის, როდესაც „რეალმა“ 2016/2017 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლგიის ტიტულების დაბევება მოახერხა, გუნდს საშუალოდ 2.8 გოლი გაჰქონდა თითოეულ შეხვედრაში, ხოლო მიმდინარე სეზონში, მოცემული მაჩვენებელი 1.75-ს შეადგენს.

და მაინც, „Who needs Ronaldo?“

AS dle 10.1


1

25 თებერვალი 2020 11:02

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გამტანი აღარ გვყავს და.. აქ ყველა კმაყოფილია ბენზემას გოლებით მარა სტატისტიკა ყველაფერს მოწმობს..

2

25 თებერვალი 2020 11:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1803
მოიცა წინაზე ეს სტატისტიკია ვიღაცამ კომებში დაწერა და ეხლა ადმინმა დადო🤔
-----------------------
Decimotercero

3

25 თებერვალი 2020 11:06

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9560
  • |
  • კომენტარები: 737
ციტატა: Sani_Real
მოიცა წინაზე ეს სტატისტიკია ვიღაცამ კომებში დაწერა და ეხლა ადმინმა დადო🤔


როგორ მიხვდით, ადმინები კომენტარებიდან ვწერთ სტატიებს :)
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

4

25 თებერვალი 2020 11:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1803
ციტატა: Federico_Valverde
ციტატა: Sani_Real
მოიცა წინაზე ეს სტატისტიკია ვიღაცამ კომებში დაწერა და ეხლა ადმინმა დადო🤔


როგორ მიხვდით, ადმინები კომენტარებიდან ვწერთ სტატიებს :)

იუმორის გრძნობას ვაფასებ👍

ადმინ ასეთი შემოთავაზემა მაქვს. თუ რათქმაუნდა ეს შესაძლებელია. დავამატოთ პირალი ნომერი რეგისტრაციისათვის. პირადი ნომრის გარეშე რო ვერავინ ვერ დარეგისტრირდეს
-----------------------
Decimotercero

5

25 თებერვალი 2020 11:22

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9560
  • |
  • კომენტარები: 737
პირადი ნომრით რეგისტრაციას რაც შეეხება, აზრი? ვისაც რა ციფრებიც უნდა, იმას ჩაწერს )))
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

6

25 თებერვალი 2020 11:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1803
ციტატა: Los_Blancos
ციტატა: Sani_Real
ციტატა: Federico_Valverde
ციტატა: Sani_Real
მოიცა წინაზე ეს სტატისტიკია ვიღაცამ კომებში დაწერა და ეხლა ადმინმა დადო🤔


როგორ მიხვდით, ადმინები კომენტარებიდან ვწერთ სტატიებს :)

იუმორის გრძნობას ვაფასებ👍

ადმინ ასეთი შემოთავაზემა მაქვს. თუ რათქმაუნდა ეს შესაძლებელია. დავამატოთ პირალი ნომერი რეგისტრაციისათვის. პირადი ნომრის გარეშე რო ვერავინ ვერ დარეგისტრირდეს

ვინც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და ქართველი მადრიდისტაა იმათ რა ვუყოთ? აქ დასარეგისტრირებლად საქართველოს მოქალაქეობა ავაღებინოთ?

არა კაცო ნებისმიერი პირადი ნომრით იდენთიპიკაციას გაივლის ამის გაკეთება თუ შეუძლიათ

აქ პატარა ბავშვები ვერ დარეგისტრირდებოდნენ და რამდენიმე აქაუნტსაც ვერ გახსნიდნენ
მაგრამ ოხრები მშობლების პ ნომრით დარეგისტრირდებიან
ასე მე დიდი ხანია აქ შემოვდივარ მაგრამ არ ვრეგისტრირდებოდი ვკითხულობდი სიახლეებს და კომებს მერე რა
-----------------------
Decimotercero

7

25 თებერვალი 2020 14:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 49
Raxan saqartveloshi Ar vcxovrob davgmo madridisoba? 😀😀. 👉sani reali” magari xumaraxar😁😁

8

25 თებერვალი 2020 14:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1803
ციტატა: Georgia Georgia 🇬🇪
Raxan saqartveloshi Ar vcxovrob davgmo madridisoba? 😀😀. 👉sani reali” magari xumaraxar😁😁

მადრიდისტობა კომენტარების წერაში არ გამოიხატება ან როდის აქეთ გახდა ასე. თუ აქ ვერ წერ შენ აზრს მადრიდისტა არ ხარ?
-----------------------
Decimotercero

9

25 თებერვალი 2020 15:27

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ZIZOU...
who needs ronaldo, რომ დაწერ პიკე ხარ მეტი არაფერი

ბაზარი არაა :):)
ასეთი რამე რატო უნდა დაწერო ლეგენდაზე :)

10

25 თებერვალი 2020 17:09

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გამტანები გვინდა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)