ზიდანი: „ის ჩვენი გუნდის ლიდერია და მინდა, რომ დარჩეს“

სამეფო კლუბის და „ლევანტეს“ დაპირისპირებამდე 1 დღით ადრე, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.


„მიმდინარე სეზონში ვალენსიელებმა 33 შესაძლოდან 20 ქულა მოიპოვეს საშინაო არენაზე.აღნიშნულიდანაც ნათელია, რომ ჩვენი იოლი გასეირნება არ გველოდება მათ წინააღმდეგ, მაგრამ 100 პროცენტით მზად ვართ.“

„რამოსს ოლიმპიადაზე სურს თამაში? თუ მას ამის გაკეთება უნდა, ჩემგან მწვანე შუქი აქვს.საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა განსაკუთრებული მოვლენაა.“

„სერხიოს კონტრაქტის საკითხთან დაკავშირებით პრობლემებს ვერ ვხედავ.მე და ყველას გვინდა, რომ ის ჩვენთან ერთად იყოს.მართალია ის ფაქტი, რომ ანდალუსიელი არასდროს შემიცვლია, როდესაც სასტარტო შემადგენლობაში ირჯება.ის ჩვენი კაპიტანი და გუნდის ლიდერია.რა თქმა უნდა, როდესაც მწყობრშია, ყოველთვის საქმეში უნდა ვიხილოთ.მისი ფიგურა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ფანებისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვისაც.“

„ტრავმის მოშუშების შემდეგ, აზარი 2-3 კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა თავდაუზოგავად.ვფიქრობ, ედენი კარგ კონდიციებშია და ის დიდ როლს ითამაშებს სეზონის გადამწყვეტ ნაწილში.“

„როდრიგო ჩვენი შემადგენლობის მნიშვნელოვანი წევრია.ჩემი გადაწყვეტილებით მას 3 თამაშის გამოტოვება მოუწია.ცხადია, ამაში ტრაგედია არაფერია, ბრაზილიელი ხომ მხოლოდ 18 წლის არის.როდესაც შემადგენლობის ყველა წევრი მწყობრშია, რთულია თერთმეტეულის შერჩევა.“

„ჩემი მიზანია, რომ ყოველთვის 100 პროცენტით დავიხარჯო როგორც მწვრთნელი.“

„ვერაფერს გეტყვით რაჰიმ სტერლინგის სურვილის შესახებ.მხოლოდ ჩემს შეგირდებზე შემიძლია კომენტარის გაკეთება.“

„დიახ, ვიცით, რომ ფერლანდ მენდის 4 ყვითელი ბარათი აქვს, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს.ფეხბურთელები ბოლომდე უნდა დაიხარჯნონ მოედანზე და მსგავს დეტალებზე არაფერი იფიქრონ.“

AS dle 10.1


1

21 თებერვალი 2020 18:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
MARTALIA

2

21 თებერვალი 2020 20:44

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მიმდინარე სეზონში ვალენსიელებმა 29 შესაძლოდან 20 ქულა მოიპოვეს საშინაო არენაზე.
არასწორია. 33 შესაძლოდან 20 მოიპოვეს

3

21 თებერვალი 2020 20:52

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
29 რო 3 ზე არ იყოფა არა უშავს ? 😂😂

4

22 თებერვალი 2020 19:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1947
ეეეე....ზიზუ,შენც აურიე უკვე ფაჩიკოს გარმონივით....ფრთხილად იყავი პერესმა ქუჩაში არ მოგისროლოს.

5

23 თებერვალი 2020 11:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1170
ციტატა: hazard Hala madrid
მიმდინარე სეზონში ვალენსიელებმა 29 შესაძლოდან 20 ქულა მოიპოვეს საშინაო არენაზე.
არასწორია. 33 შესაძლოდან 20 მოიპოვეს

კიდევ ერთხელ გადავიკითხე სტატია: „მიმდინარე სეზონში ვალენსიელებმა 33 შესაძლოდან 20 ქულა მოიპოვეს საშინაო არენაზე".
რას ერჩი ზიდანს?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)